გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავებულია
საქართველო, თბილისი - 10:01 | 24.10.2015 ნანახია: 2268სამართალდაცავებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1976 წელს დაბადებული მუბარიზ ბ. და 1984 წელს დაბადებული ფარიზ ჰ. და საქართველოს სამი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ვლადიმერ ჯ, 1983 წელს დაბადებული ვუკარ კ. და 1988 წელს დაბადებული რომან ზ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ფულის გამოძალვის მიზნით, დაგეგმეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქეს. რუსეთიდან საქართველოში ნათესავის ქორწილში სტუმრად ჩამოსული ბიზნესმენები უზეირ ს. და მახირ ა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს რამდენიმე დღის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ ჩაკეტილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას ითხოვდნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთივე წევრი დააკავეს. პოლიციამ გამოსასყიდი თანხის ნაწილი - 5 700 ამერიკული დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის დაფარვის გაადვილების მიზნით ორი ან მეტი პირის მიმართ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















