მთავარი პროკურატურა ე.წ. ”კასრების საქმესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 11:07 | 18.10.2015 ნანახია: 2193
ე.წ. "კასრების საქმესთან" დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დეტალებს განმარტავს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
”17 ოქტომბერს მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელშიც ნაჩვენებია წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ფაქტები, საქართველოს მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ 2013 წლის 15 ივნისს დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების, უკანონოდ შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიების ფარგლებში დათვალიერდა ზუგდიდის რაიონის, სოფელ ნარაზენის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ნანახი იქნა მიწაში დამარხული რვა კასრი, რომლებშიც აღმოჩნდა დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებები და ვიდეოფირები. ამოღებულ ვიდეოფირებზე აღმოჩნდა წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წელს ორ პიროვნებას, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მიიყვანეს ზუგდიდის რაიონის ტყეში არსებულ სპეციალურად მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთ. სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კობა თოდუამ და თეიმურაზ უბირიამ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს, დააბეს მაგიდაზე და აწამეს. ამის შემდეგ აღნიშნულ პირების ბოლომდე გატეხვის მიზნით მათზე განხორციელდა გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი ძალადობით. აღნიშნულ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეო კამერით იღებდა კოხტა კოდუა.
წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოფირები მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და საქმესთან ერთად წარიმართა არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში. საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოფირები გადაეცა დაცვის მხარესაც.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარის მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი თერთმეტი პირი, კერძოდ:
მეგისი ქარდავა, დავით ჩაგინავა და კოხტა კოდუა ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მათ საბოლოო სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
კობა თოდუა ცნობილ იქნა დამნაშავედ - სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. კ.თოდუას საბოლოო სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
თემურ უბირია ცნობილ იქნა დამნაშავედ - სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას და მას საბოლოო სასჯელის ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
პაატა ქირია, გურამ ჭითანავა, გიორგი ბულია ცნობილი იქნენ დამნაშავედ - სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და მათ საბოლოო სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით განესაზღვრათ.
ირაკლი ახალაია ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 376-ე მუხლით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას და მას საბოლოო სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვის ვადით განესაზღვრა.
მარლეს ხვიტია და გოჩა შონია ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ვინაიდან მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და არსებითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ მათ შემხებლობა არ ჰქონიათ დაზარალებულების წამებასა და ძალადობრივ სქესობრივ დანაშაულთან. მ.ხვიტიასა და გ.შონიას საბოლოო სასჯელის ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
რუსლან შამახია სამეგრელო ზემო-სვანეთის შს კუდ-ის ყოფილი უფროსი, რომელსაც ბრალი ედებოდა სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, წარდგენილ ბრალდებაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.
ამჟამად მსჯავრდებულები მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა იმყოფებიან მიმალვაში და მათ მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა. ასევე საერთაშორისო ძებნა მიმდინარეობდა დავით ჩაგინავას მიმართ, რომელიც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული იქნა საზღვარგარეთ და მოხდა მისი ექსტრადირება საქართველოში.
განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვს რუსლან შამახიას გამტყუნებას, ასევე წამებასა და გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებაში მსჯავრდებულების სასჯელის დამძიმებას”, - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















