png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

"თავისუფალ დემოკრატებს" დევი ტაბიძე შეუერთდა

  • პოლიტიკა
  • 04.07.2016
  • 13:55
 "თავისუფალ დემოკრატებს" დევი ტაბიძე შეუერთდა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას პარტიის ახალი წევრი, დევი ტაბიძე წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა. პარტიის ინფორმაციით, დევი ტაბიძე მედიცინის აკადემიური დოქტორია, ასევე ექიმი გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი- მენეჯერი, დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში. მას აქვს 21 საერთაშორისო სერთიფიკატი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში. დევი ტაბიძე თბილისის სამ წამყვან უნივერსიტეტში არის მოწვეული პროფესორის სტატუსით.

‘’ჩვენს რიგებს შემოემატა მედიცინის აკადემიური დოქტორი ბატონი დევი ტაბიძე. ის არის საკმაოდ კვალიფიციური და თავის საქმის პროფესიონალი. დევი ტაბიძემ განვლო საინტერესო და მნიშვნელოვანი გზა რიგითი კლინიკური ორდინატორიდან მედიცინის დოქტორამდე. მათ შორის 16 წელი აღმასრულებელ სექტორში და 12 წელი კლინიკურ მედიცინაში . ბატონი დევი არის ცნობილი ექიმების ოჯახში აღზრდილი მეოთხე თაობის ექიმი, რომელიც დღესაც ზრდის მომავალ თაობებს. დღეს მან სურვილი გამოთქვა დადგეს ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ გვერდში და ჩვენთან ერთად იზრუნოს ახალი, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია სოციალური და ჯანდაცვის სფერო. ამ სფეროებში პრობლემები, კი სამწუხაროდ მრავლად არის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ბატონ დევისთან, დავით თელიასთან, კოკა ფრუიძესთან და ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ძლიერ გუნდთან ერთად ვუმუშავებთ უკეთესი ჯანდაცვის სისტემის შესაქმნელად’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge