png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

  • პოლიტიკა
  • 08.10.2026
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ“. კენჭისყრისას 97-მა ევროპარლამენტარმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

დოკუმენტში ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას მოითხოვს.

„ვინაიდან, საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება, მეტი უკუსვლით დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით „ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებების გამო, რომლებიც სულ უფრო არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს;

ვინაიდან, 2025 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, „კოალიცია ცვლილების” და „ძლიერი საქართველოს - ლელოს” აკრძალვის მოთხოვნით; „ფედერალისტები” მოგვიანებით დაამატეს სარჩელში, 2026 წლის სექტემბერში, დაემატა „საქართველოსთვის” - ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რაც ლეგიტიმურ პოლიტიკურ ოპოზიციას ანადგურებს;

ვინაიდან, ეს სასამართლო საქმეები „ქართული ოცნების” უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებით საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად ქცევა, რუსეთისა და ბელარუსის მოდელების მსგავსად, რაც კრემლის მიზანს ემსახურება, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური სივრცის მიღმა დატოვოს;

ვინაიდან, მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში დაინიშნნენ 2026 წლის სექტემბერში, რამაც ეჭვები გააჩინა სასამართლო საქმეებში მათ დამოუკიდებლობაზე;

ვინაიდან, „კონრად ადენაუერისა” და „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები” იძულებული გახდნენ დაეხურათ თბილისის ოფისები 2026 წლის სექტემბერში, მას შემდეგ რაც მთავრობამ უარყო “გრანტების შესახებ კანონი” ფარგლებში პროექტების დაფინანსების თაობაზე მათი განცხადებები;

ვინაიდან, მრავალი ჟურნალისტი იქნა დაპატიმრებული იმისთვის, რომ ინფორმაციას ავრცელებდნენ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე.

[ევროპარლამენტი] მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და მოითხოვს მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას; ხაზს უსვამს, რომ მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის განუყოფელი საყრდენია და რომ ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზით განადგურება შეუთავსებელია დემოკრატიასთან; აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა ძირს უთხრის რეჟიმის წინა ნარატივს, რომლის თანახმადაც, მისი სამიზნე მხოლოდ „ბოიკოტის რეჟიმში მყოფი“ პარტიებია.

ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიასი, და ყველა იმ პირის, ვინც მშვიდობიანი პროტესტისთვის დააპატიმრეს;

მოწოდებით გამოდის, გაუქმდეს პოლიტიკურად მოტივირებულ „საბოტაჟში” ბრალდებები;

მოწოდებით გამოდის, გაიწვიონ დებულებები, რომლებიც არაპროპორციულ აკრძალვებს უშვებს პარტიებისა და პირების წინააღმდეგ, ვინც ასოცირებული არიან აკრძალულ პარტიებთან;

გმობს კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად;

მოწოდებით გამოდის, დასრულდეს ევროპული პოლიტიკური ფონდებისთვის ხელის შეშლა;

სინანულს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედებების მუდმივი არარსებობის გამო, რათა ხელშესახები შედეგები შექმნან საქართველოში სულ უფრო მძიმე ვითარებისთვის;

ხელახლა იმეორებს თავის მოწოდებას პერსონალური სანქციებისა და სავიზო აკრძალვების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე, უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ;

[ევროპარლამენტი] ხელახლა იმეორებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი თავის მხარდაჭერას; [ევროპარლამენტი] იმეორებს თავის არაერთხელ გაჟღერებულ გაფრთხილებას, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს და გამორიცხავს ნებისმიერ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ;

[ევროპარლამენტი] ავალებს თავის პრეზიდენტს, რომ რეზოლუცია გადასცეს საბჭოს, ევროკომისიას, უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს თვითდანიშნულ მთავრობას”, - ნათქვამია რეზოლუციაში.

 

ტეგები:
  • ევროპარლამენტი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge