png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება

  • პოლიტიკა
  • 01.07.2016
  • 10:23
თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ფარნეზინას სასახლეში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა. ბენედეტო დელა ვედოვასთან შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და მოახლოებული ნატოს ვარშავის სამიტი იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) მხარდაჭერის საკითხიც განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხსა (Brexit) და მის შესაძლო შედეგებზე. იტალიის მხარემ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს და შეეცდება ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებაში გარკვეული წვლილი შეიტანოს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით და რუსეთის ქმედებებითაც დაინტერესდა.

“ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და ხედვა გავუზიარეთ. იტალია სრულად უჭერს მხარს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. პოლიტიკური თუ უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე საქართველო რეგიონში მთავარი პარტნიორია და ვფიქრობ, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები კიდევ უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა ბენედეტო დელა ვედოვამ.

შეხვედრის შედეგებით კმაყოფილი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრიც: „ვისაუბრეთ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანაა, ვარშავის სამიტზე. გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა ყოველი სიტყვა, რომელსაც საქართველო ელოდება დეკლარაციისგან. იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში იტალიას ჰქონდა კითხვები ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ერთად ვახერხებთ, დავარწმუნოთ პარტნიორი ქვეყანა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ისინი მზად არიან, პირველივე შესაძლო შემთხვევაში, როგორც კი ბრიტანული ეპოპეის გამო გადადებული პროცესი აღდგება, მხარი დაუჭირონ სრულად ჩვენი ქვეყნისთვის ვიზების ლიბერალიზაციას. თავად აცხადებენ, რომ გაცნობიერებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს არჩევნებამდე“.

დღესვე თავდაცვის მინისტრი იტალიელ კოლეგას რობერტა პინოტის და იტალიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს როზა ვილეკო კალიპარის შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი იტალიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტსა და ნატოს თავდაცვის კოლეჯსაც ესტუმრება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge