png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

1 კაციანი აქცია სტრასბურგში - რას მოითხოვს ზაზა ხატიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.06.2016
  • 13:52
1 კაციანი აქცია სტრასბურგში - რას მოითხოვს ზაზა ხატიაშვილი

დღეს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ქართველი ადვოკატების დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, ევროპის საბჭოს მთვარი შესასვლელის წინ  მჯდომარე აქცია გამართა.  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  ევროპელ დიპლომატებს  მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას ქართველ ადვოკატებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოსთხოვონ. ევროპის საბჭოს მთავარ ოფისში  1000-ზე მეტი პირია დასაქმებული, ევროპის საბჭოს მთავარ ოფისში განთავსებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ოფისი.  

ევროპის ადვოკატთა ასოციაცის პრეზიდენტმა მარია სლაზაკმა,  მარსელა ბრასელმა, ალდო ბალგარელიმ , ხოს მარია-დავო ფერნანდესმა  რამოდენიმეჯერ,   ბოლო  შვიდი  წლის განმავლობაში მიმართეს საქართველოს ხელიუფლებას გამოძიებული ყოფილიყო ადვოკატებზე ზეწოლის და ძალადობის ფაქტები,  მაგრამ  საქართველოს ხელისუფლება  სავარაუდო დამნაშავეებს  ხელს აფარებს  და თავისი უმოქმედობით  ადვოკატების დევნას ახალისებს.

2016 წლის 17 ივნისის მჯდომარე აქცია  ადვოკატთა კორპუსის ბრძოლის  დასაწყისია, რომელიც  ადვოკატების უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს. 9  ივნისიდან 12 ივნისამდე  დაფიქსირდა  ადვოკატებზე ზეწოლის სამი ფაქტი, რაც  მიუთითებს  ადვოკატების მიმართ განხორციელებული ძალადობის ახალ ტალღაზე. ზაზა ხატიაშვილი აცხადებს:   ,,ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ის ფაქტი, რომ 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მოსული ხელისულფლება არ გამოიძიებდა ადვოკატ  ირინა საღინაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სცემეს და გაუპატიურებით დაემუქრენ. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა  მარსელა  ბრასელმა  2012 წლის ნოემბერში პირადად მიმართა მაშინდელ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს  (რომელიც იყო ასევე მთავარი პროკურორი) აღნიშნული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით. ახალმა ხელისუფლებამ,  ადვოკატ ირინა საღინაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის დამალვით, საფუძველი ჩაუყარა ახალ ირინა საღინაძეებს, მაგრამ  თვითონ მეც ვერ წარმოვიდგენდი პოლიციაში ბორკილებდადებული ადვოკატის წამების ფაქტს, რაც   გიორგი მდინარაძესთან მიმართებაშიბ მოხდა. არსად არ მსმენია სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატი   პოლიციაში ეწამებინოთ მხოლოდ იმიტომ, რომ  არასრულწლოვანი დაცვის ქვეში მყოფ პირს განუმარტა უფლებები. ასევე არ მსმენია, რომ ის პირიები ვინც ბორკილები დაადო ადვოკატ გიორგი მდინარაძეს მსახურობდნენ პოლიციაში .

მოვუწოდებ საქართველოს ხელიუფლებას, გამოიძიოს ადვოკატებზე ძალადობის ყველა ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატების პროტესტი  შეუქცევად ხასიათს მიიღებს“.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge