png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისის სააპელაციო სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

  • საზოგადოება
  • 31.05.2016
  • 18:25
 თბილისის სააპელაციო სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

თბილისის სააპელაციო სასამართლო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „რუსთავი 2“-ის საქმის მომხსენებელი მოსამართლის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. 
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სინამდვილეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქმის სხვა მომხსენებელი მოსამართლისთვის გადაწერა რამდენჯერმე განხორციელდა. მათი განმარტებით, საქმის სხვა მომხსენებელი მოსამართლისთვის გადაწერა განხორციელდა მხოლოდ ერთხელ.
„კერძოდ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2015 წლის 28 დეკემბერს და დაეწერა მოსამართლე ლილი ტყემალაძეს. 2016 წლის 15 მარტს მოსამართლე ლილი ტყემალაძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების მიზეზით, აღნიშნული და მოსამართლის განხილვაში არსებული სხვა საქმეები, მათი განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, გადაეცა სასამართლოს კანცელარიას ხელახალი განაწილებისათვის. აღნიშნულის შედეგად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე დაეწერა მოსამართლე ნატალია ნაზღაიძეს. აქვე განვმარტავთ, რომ სასამართლოს კანცელარია სამოქალაქო საქმეებს ანაწილებს “საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით. როგორც მოსამართლე ლილი ტყემალაძეზე, ასევე მოგვიანებით მოსამართლე ნატალია ნაზღაიძეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განაწილება განხორციელდა აღნიშნული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით“, - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახეზეა სასამართლოს საქმიანობაზე გავლენის მოხდენისა და ზეწოლის კონკრეტული ნიშნები.
„განსაკუთრებით გვინდა გამოვეხმაუროთ უკანასკნელ პერიოდში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების მიმართ გაკეთებულ დაუსაბუთებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს არა მხოლოდ მოსამართლეთა პროფესიულ და პიროვნულ შეურაცხყოფას, არამედ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სახეზეა სასამართლოს საქმიანობაზე გავლენის მოხდენისა და ზეწოლის კონკრეტული ნიშნები.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამართლე დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. ამასთან ერთად, აკრძალულია ნებისმიერი ფორმით, პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მომდინარეობს ამგვარი ზეგავლენის მცდელობა.
მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებების გავრცელებისგან, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ან სასამართლოსა და მოსამართლის ავტორიტეტის ხელყოფისაკენ.
საქმეზე არსებული მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლეებს მიეცეთ პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის საშუალება, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევა, რაც აუცილებელია ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლე არაა უფლებამოსილი ჩაერთოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე საჯარო დებატებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველას პასუხისმგებლობას - განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის შეფასებას.
„შესაბამისად, მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ იმგვარი ქმედებების განხორციელებისა ან განცხადებების გაკეთებისაგან, რომლებიც შესაძლებელია აღქმულ იქნეს მოსამართლეთა საქმიანობაში ჩარევის მცდელობად და ხელს შეუშლის სამართალწარმოების სრულყოფილად განხორციელებას“, - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.
სააპელაციო სასამართლოში დღეს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge