png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე „ATM 2016"

  • ეკონომიკა
  • 13.05.2016
  • 14:29
საქართველოს დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე „ATM 2016"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე „ATM 2016" ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, Travel Shop, Georgian Travel Group, Liberty Georgia Destination Management, Visit Georgia, Mimino travel, Travel destination, Levon travel, BTL, Concord Travel, Info-Tbilisi, Marco Polo, Caucasus Travel, SilkWay Travel, Future Travel, Discover Georgia, Borjomi Palace, Grata, Citysightseeing, Georgian Discovery tours, Forty Travel, Voyager და Exotour. დუბაიში გამართულ ტურისტულ გამოფენას, საქართველოს მხრიდან ესწრებოდა 22 კომპანია, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელს წარმოადგენს.

23-ე საერთაშორისო გამოფენას  4 დღის განმავლობაში 27,138 სტუმარი ეწვია. მსოფლიოს 86 ქვეყნიდან „ATM 2016"-ზე წარმოდგენილი იყო 20 ათასამდე საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის პროფესიონალი. 

გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებმა  შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან, ტელე და რადიო ჟურნალისტებთან, პრესის წარმომადგენლებთან, ავიახაზების წარმომადგენლებთან და სერვისის მომწოდებლებთან.

„ATM2016"-ის (Arabian Travel Market) ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსმა თორნიკე ზირაქიშვილმა მონაწილეობა მიიღო BBC-ის პანელში განვითარებადი ტურისტული დანიშნულების ადგილების შესახებ (Emerging Markets – BBC World News Presenter talks to Iran, Azerbaijan and Georgia on Latest Inbound & Outbound Trends Impacting these Three Key Emerging Destinations).

ღონისძიების მიმდინარეობისას გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს შესახებ. პანელის ფარგლებში შემდგარი დისკუსია შეეხო საქართვლოს ტურისტულ პოტენციალს, როგორც დასასვენებელი მიზნით ასევე, საქმიანი ტურიზმის (MICE) თვალსაზრისით. მონაწილეებმა და აუდიტორიამ გამოხატეს დაინტერესება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართულებით მზარდი ტენდენციის შესახებ და საქართველოში არსებული ტურისტული რესურსებისა და სხვა შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge