png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„საქაერონავიგაციას“ 12 ახალი ავიამეთვალყურე შეემატა

  • ეკონომიკა
  • 26.04.2016
  • 15:50
„საქაერონავიგაციას“ 12 ახალი ავიამეთვალყურე შეემატა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციას” 12 ახალი ავიამეთვალყურე შეემატა. ახალი თანამშრომლები კომპანიამ გასულ წელს კონკურსის შედეგად შეარჩია და ავიამეთვალყურის პროფესიის შესასწავლად ჩეხეთის საავიაციო უნივერსიტეტში(CANI) გააგზავნა.

სტუდენტები ხუთი თვის განმავლობაში ჩეხეთის დედაქალაქში იმყოფებოდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში. მათ შეისწავლეს ყველა ის დისციპლინა, რაც ავიამეთვალყურისთვის არის საჭირო, გადიოდნენ  თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას. სწავლების პროცესი რთული და დატვირთული იყო, რადგან სტუდენტები ყველა საგნის გავლის შემდეგ აბარებდნენ გამოცდებს. ფინალურ გამოცდას, რომელიც თორმეტივე ავიამეთვალყურემ წარმატებით ჩააბარა, ჩეხ ლექტორებთან ერთად „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

“ახალი პერსონალის დამატების საჭიროება ფრენების გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია. ევროკონტროლის მონაცემებით, ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება და საქართველოში ფრენების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 6%-ით მოიმატებს. ჩვენი ორგანიზაცია ამ გამოწვევას მომზადებული ხვდება, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, შევიძინეთ ახალი სანავიგაციო სისტემა და დავამატეთ ახალი ავიამეთვალყურეები. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, არ არსებობს ამ პროფესიის შემსწავლელი ფაკულტეტი, ჩვენ ახალგაზრდები სასწავლებლად მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ჩეხეთის საავიაციო უნივერსიტეტში გავაგზავნეთ, სწავლებისა და ცხოვრებისთვის საუკეთესო პირობები შევუქმენით და მათ ჩვენი იმედები გაამართლეს.  ავიამეთვალყურე საპასუხისმგებლო პროფესიაა და პერსონალისგან მაქსიმალურ მობილიზებას, ყურადღებას, მაღალ პროფესიონალიზმსა და წვრილმან დეტალებზე დაკვირვებას მოითხოვს. ავიამეთვალყურე უნდა იყოს გაწონასწორებული, სწრაფად უნდა იღებდეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და არასოდეს უნდა იბნეოდეს. მიხარია, რომ სწორედ ამგვარი დახასიათებით დაგვიბრუნდა თორმეტივე ახალგაზრდა”, - განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა. 

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცე უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება სხვადასხვა ავიაკომპანიებისთვის. მნიშვნელოვნად გაიზარდა ფრენების რაოდენობა დედაქალაქსა და რეგიონებში, ყოველწლიურად იზრდება ასევე ტრანზიტული რეისების რიცხვიც. აქედან გამომდინარე, „საქაერონავიგაცია“ კიდევ აპირებს ახალი თანამშრომლების მიღებას. უკვე გამოცხადებულია ღია კონკურსი, რომლის საფუძველზეც შერჩეული იქნება 12 ავიამეთვალყურე - 7 თბილისში, 3 ქუთაისში და 2 ბათუმში. კონკურსში გამარჯვებულები სწავლებას ჩეხეთის საავიაციო უნივერსიტეტში გაივლიან. აპლიკანტთა შერჩევა რამდენიმე ეტაპად მოხდება, რაც გულისხმობს ტესტირებას ინგლისურ ენასა და ზოგად უნარ-ჩვევებში და გასაუბრებას ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებთან. კონკურსანტებს საბოლოოდ CANI-ის წარმომადგენლები შეარჩევენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge