png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილმა OPIC-სა და საპარტნიორო ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

  • ეკონომიკა
  • 26.04.2016
  • 10:21
დიმიტრი ქუმსიშვილმა OPIC-სა და საპარტნიორო ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტს, უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციას (OPIC)  და საპარტნიორო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. იგი ითვალისწინებს პროექტების დაფინანსების მიმართულებით საპარტნიორო ფონდისა და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ თანამშრომლობას.

ვაშინგტონში OPIC-ის მთავარ ოფისში, ვაშინგტონში OPIC-ის მთავარ ოფისში ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ და OPIC-ის ადმინისტრაციის უფროსმა კამერონ ალფორდმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, OPIC-თან თანამშრომლობა ძალიან მნიშვმნელოვანია. მისი თქმით, „საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი რეფორმების ფარგლებში, საპარტნიორო ფონდი და OPIC-ი მუშაობენ სტარტაპების ფონდის დაფინანსებაზე. ეს იქნება ფონდი, სადაც, როგორც OPIC-ი გააკეთებს კონტრიბუციას, ასევე - საპარტნირო ფონდი და შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი რეფორმების კიდევ ერთი მხარდაჭერა.“ ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარე და OPIC-ი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გამოავლენენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, სადაც OPIC-იდან თანხების მოზიდვა უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი. 

მემორანდუმის თანახმად, საპარტნიორო ფონდი და OPIC ერთობლივად შეისწავლიან  სხვადასხვა კომერციულად საინტერესო პროექტებს და შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ერთობლივად დააფინანსებენ. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ჩამოაყალიბებენ გრძელვადიანი თანამშრომლობის ზოგად პრინციპებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროებში პროექტების ეფექტურ და სწრაფ განხორციელებას.

ამ ეტაპზე, ფონდი და აშშ-ის მთავრობის „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ (OPIC) აქტიურად თანამშრომლობენ რამდენიმე პროექტის ფარგლებში, მათ შორისაა სასტუმრო “რედისონ წინანდლის” პროექტი, მცირე და საშუალო საწარმოების ფონდში Gazelle Finance-ში თანამონაწილეობა, ჯანდაცვის სექტორში რიგი ერთობლივი პროექტის განხორციელება და სხვა პროექტები.

„უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ აშშ–ის მთავრობის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობს. კორპორაცია თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას მსოფლიოს განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევებისაკენ მიმართავს. რადგან OPIC–ი შეერთებული შტატების კერძო სექტორთან მუშაობს, იგი ეხმარება ამერიკულ ბიზნესს გაფართოვდეს განვითარებად ბაზრებზე, რითიც ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობას შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ. OPIC–ი თავისი მისიის განსახორციელებლად ინვესტორებს სთავაზობს ფინანსურ რესურსს, გარანტიებსა და რისკების დაზღვევას, აგრეთვე მხარს უჭერს კერძო საინვესტიციო ფონდებს. OPIC–ი, როგორც აშშ–ის მთავრობის სააგენტო, 1971 წელს დაარსდა და მთლიანად თვითდაფინანსებაზე მუშაობს. OPIC–ის ყველა პროექტი ხორციელდება გარემოსა და სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტების შესაბამისად. OPIC პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, რომლებიც მოიცავს დასაქმებულთა უფლებებსაც. ამ სტანდარტების დაცვით OPIC ესწრაფვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები იმ ქვეყნებში, სადაც თავად მოღვაწეობს. OPIC -ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია 160-ზე მეტ ქვეყანაში. 1971 წლიდან დღემდე OPIC -მა განახორციელა 200 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია.

OPIC წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ განვითარების ინსტიტუტს, რომელმაც ინვესტირება განახორციელა საქართველოში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. OPIC-მა საქართველოში დღემდე განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და „ფრანჩაიზის“ ქსელების ჩათვლით. დღევანდელი მონაცემებით, OPIC აფინანსებს 20-ზე მეტ მიმდინარე პროექტს ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად ქვეყანაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge