png.ge
png.ge
png.ge
16+
29 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
29 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა

  • კონტაქტი
  • 08.04.2016
  • 17:39
საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა

დაბა გუდაურში, საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30 მოსამსახურე მოამზადეს. სწავლების დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართელოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი მინდია ლორთქიფანიძე დაესწრნენ.

კურსდამთავრებულებს სამკერდე ნიშნები და საბაზისო სამთო მომზადების კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

მსმენელები სამი კვირის განმავლობაში ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. შეისწავლეს სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშგადაადგილება, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და მთიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა.

კრიტიკულ სიტუაციაში ჯგუფის მართვის უნარ-ჩვევების შესასწავლად, კურსის მონაწილეებისთვის განხორციელდა ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-აღმოჩენისა და საკაცის გამოყენებით მისი ევაკუაციის განხორციელების ამოცანები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
  • 23:51
ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
  • 23:32
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
  • 23:19
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
  • 23:05
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
  • 23:03
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
  • 23:01
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
  • 22:42
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
  • 22:03
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge