png.ge
png.ge
png.ge
16+
28 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
28 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი

  • კომენტარები
  • 28.11.2026
  • 23:05
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი

ის ხალხი, ვისაც გაქვთ ამის სულისკვეთება, არ დაუშვებთ არასდროს იმას, რომ საქართველომ მისი საუკეთესო მომავალი დაკარგოს, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, გვინდა დემოკრატია, როგორიც არის ევროპაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის ევროპა და საქართველო გაიმარჯვებს.

„არაჩვეულებრივი სანახავია ეს მოედანი დღეს – ამდენი ხალხი და არამარტო რაოდენობა, არამედ, ამ ქვეყნის ის არაჩვეულებრივი მოქალაქეები, ვინც განსაკუთრებით ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში აბსოლუტურად შეუდრეკლად იბრძვიან ამ ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ორი წლის წინ გამოგვიცხადეს რუსეთის სურვილი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეჩერებულიყო, ძალიან კარგად მესმის ჩემიც და თქვენიც სიმძიმე ამ განცხადების მოსმენის. ამავე დროს, იმ 28 ნოემბერს ჩვენ ყველამ ერთად, ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ ეს გზა არ გაჩერდება, ვერ შეჩერდება და ამ მომავალს ჩვენ ვერავინ წაგვართმევს, ვისი ნებაც არ უნდა იყოს ეს. უმძიმესი ორი წელი გავიარეთ, უპირველეს ყოვლისა ეს იყო უმძიმესი პოლიტიკური პატიმრებისთვის, მათი ოჯახებისთვის, ძალიან ბევრი ადამიანური ტრაგედია, ყველაფერი პირადული გადადებული გვერდზე, ფინანსური პრობლემები, რეპრესიები, მაგრამ ამ სულისკვეთების გაჩერება არ შეიძლება, ეს არ მოხდება, რადგან ეს არის ძალიან ბევრი თაობის ნატვრა. ძალიან ბევრი მსხვერპლია გაღებული იმისთვის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. დღევანდელი მმართველები, ის პარტია, რომელიც სამწუხაროდ, დღეს არის სათავეში, ყველაფრით ცდილობს, რომ გაიხანგრძლივოს თავის ხელისუფლება. სიყალბეში ცხოვრება, ტყუილში ცხოვრება ხალხს აღარ უნდა, რადგან ყველამ კარგად ვიცით, შეიძლება, ბევრი ხალხი ცოტა ხანი მოატყუო, მაგრამ ყოველთვის ყველას ვერ მოატყუებ და ეს ეტაპი არის ახლა, დრო მოვიდა ახლა. ტყუილები აღარ ჭრის. როცა გვეუბნებიან, რომ არ არის კორუფცია, უამრავი კორუფციული ამბებია და ამდენი ხალხია, სწორედ მათი თანამებრძოლები ციხეში. როცა გვეუბნებიან, რომ რუსეთთან მოთმინება, თავის დახრა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და თავისუფლებას მოიტანს ჩვენთვის, ეს ხომ არ არის სიმართლე – ამას ყველა ხვდება. ასევე, ევროპას როცა ლანძღავენ და თან გვეუბნებიან, რომ ჩვენ ევროინტეგრაციას ასე მივაღწევთ, ეს დიდი ტყუილია და ყველას კარგად გვესმის. ამიტომ, ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ახლა ცვლილებების დროა. ჩვენ ყველა და ის ხალხი, ვისაც გაქვთ ამის სულისკვეთება, არ დაუშვებთ არასდროს იმას, რომ საქართველომ მისი საუკეთესო მომავალი დაკარგოს. ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, გვინდა დემოკრატია, როგორიც არის ევროპაში და საქართველო არის ევროპა, საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ტეგები:
  • გიგი წერეთელი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
  • 23:32
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
  • 23:19
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
  • 23:05
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
  • 23:03
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
  • 23:01
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
  • 22:42
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
  • 22:03
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
თავისუფალი მოქალაქეები ქართული ოცნების ყოვლად გაუმართლებელ და დამაზიანებელ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდნენ - პაპუნა ჯანელიძე
  • 21:51
თავისუფალი მოქალაქეები ქართული ოცნების ყოვლად გაუმართლებელ და დამაზიანებელ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდნენ - პაპუნა ჯანელიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge