png.ge
png.ge
png.ge
16+
28 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
28 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე

  • კომენტარები
  • 28.11.2026
  • 23:32
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე

 რაც შეეხება დემოგრაფიულ ვითარებას - დემოგრაფიული ვითარება ორ ნაწილად რომ გავყოთ, ერთი არის დაკავშირებული შობადობასთან და გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები.

ეს ტენდენციები ახასიათებს მთელი ევროპის მასშტაბით ქვეყნებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ამას აქვს იდეოლოგიური საფუძველი, მათ შორის მთელი ამ წლების განმავლობაში, სხვათა შორის, აქაც უცხოურ დაფინანსებაზე როცა არის საუბარი, თავს რომ გვახვევდნენ ამ გენდერულ ე.წ. იდეოლოგიას, ათას უბედურებას, რასაც წინააღმდეგობას ვერ ვუწევდით, იმიტომ, რომ მაშინ სახელმწიფო არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. აი, ამ ყველაფერმა გამოიღო თავისი უარყოფითი შედეგები.

ერთი სამწუხარო მოვლენა არის ის, რომ კეთილდღეობის ზრდა ხელს არ უწყობს შობადობის გაზრდას და, პირიქით, საპირისპირო ტენდენციებია. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დახედოთ მსოფლიო რუკას, სადაც არის კეთილდღეობის ყველაზე დაბალი დონე, იქ არის ყველაზე მაღალი შობადობა და პირიქით. ეს არის სამწუხარო რეალობა.

შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა არ გვაძლევს, სამწუხაროდ, შობადობის გაზრდის საშუალებას. მსოფლიოში მეორე ადგილზე არის, მაგალითად, ღაზის სექტორი შობადობით - ერთ ქალზე მოდის 8,3 ბავშვი; პირველ ადგილზეა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეკონომიკურად განვითარებული აფრიკული ქვეყანა და ასე შემდეგ. პირდაპირ, მარტივად, ხელისგულზე დევს, დახედეთ რუკას, რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო მაღალია შობადობა და პირიქით. ეს არის ძალიან მკვეთრი ტენდენცია, რომელიც ფიქსირდება. 

რაც შეეხება დემოგრაფიის მეორე ნაწილს მიგრაციას, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი, თან საქართველოს მოქალაქეებში. ორი წელია, ზედიზედ გვაქვს უკვე პლუსი, პლუს 1 000 და პლუს 2 000 იყო ამ ორი წლის განმავლობაში, მცირე, მაგრამ პირველად დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა.

ორი წელია, გვაქვს ეს მაჩვენებელი. აქ ზუსტად რომ ეკონომიკური ზრდა მოქმედებს ამ ყველაფერზე, ანუ ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს.

პრემიერი ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში.

 

ტეგები:
  • ირაკლი კობახიძე
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
  • 23:51
ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
  • 23:32
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
  • 23:19
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
  • 23:05
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
  • 23:03
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
  • 23:01
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
  • 22:42
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
  • 22:03
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge