თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
- სამართალი
- 27.10.2026
- 18:35
24 წლის კაცი საკუთარი ძმის ქორწილში მოკლეს. შემთხვევა გუშინ, 26 ოქტომბერს რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დამნაშავეს ეძებს.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, მოკლული გურამ ბოიკოა. მისი ოჯახი სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში ცხოვრობს.
ერთ-ერთი ვერსიით, ქორწილის წვეულებაზე ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც რესტორნის გარეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. გურამ ბოიკო კი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა.
ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, 24 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდუნარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ტეგები:
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200