ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
- კომენტარები
- 12.10.2026
- 14:25
ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ. ასევე, ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, კახეთში გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩის ქმედებები წარმოადგენს ვენის კონვენციის პირდაპირ დარღვევას.
„ერთი გამონათქვამი მინდა გავიხსენო - ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ. ასევე, ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან. ეს არის ჩემი გზავნილი მის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტეგები:
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200