png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ

  • პოლიტიკა
  • 28.07.2022
  • 16:41
 "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ

პარლამენტის დეპუტატები და რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრები, რომელთაც "ქართული ოცნების" რიგები დატოვეს, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დაანონსეს. ამის თაობაზე სოზარ სუბარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილიდან და აშშ-ის ელჩის დღევანდელი პასუხიდან გამომდინარე გადაწყვიტეს.

"სწორედ გუშინდელი წერილიდან, დღევანდელი ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ იმ ჩვენი ურთიერთობებისთვის, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში გვაქვს ჩვენს წარმომადგენლებთან რეგიონებში, ერთმანეთთან, გარკვეულწილად ფორმალური სახე მიგვეცა და საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ, რომლის მიზანიც სწორედ იქნება, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რასაც აქამდე პასუხები ხშირად არ ეძლეოდა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი. ცხადია, თუკი მოხდება ომი, ამ შემთხვევაში ვერანაირ ევროპაზე, ვერანაირ ნატო-ზე, ვერანაირ ევროკავშირზე ვერ ვილაპარაკებთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობა რამდენი ხნით გაუქმდება და როდის შევძლებთ აღდგენას, ეს იქნება ერთადერთი საფიქრალი, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საფრთხეები ავაცილოთ ქვეყანას", - აღნიშნა სუბარმა.

სუბარის თქმით, საჭიროა, რომ ის, რაც ხდება კულისებსა და საჯარო პოლიტიკის მიღმა, "გადმოვიტანოთ საზოგადოების სამსჯავროზე".

"ყოველწუთიერად არსებობს საფრთხე, რომ ამ ომში შეიძლება, საქართველო აღმოჩნდეს ჩათრეული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი ავაცილოთ თავიდან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ამისთვის ზოგჯერ საჭიროა, რომ ის, რაც ხდება კულისებში, ის, რაც ხდება საჯარო პოლიტიკის მიღმა, გადმოვიტანოთ საზოგადოების სამსჯავროზე, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე, მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია, რადგან სწორედ დახურულ პოლიტიკაში არის ყველაზე დიდი საფრთხე, რომ მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რაც არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, პირიქით, იქნება დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამ დროისთვის, ახალ მოძრაობაში იქნება "ოცნებიდან" გასული 4 დეპუტატი - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი. ასევე, მუნიცილაპიტეტის რამდენიმე საკრებულოს წევრი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge