png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვროპარლამენტი უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მზად არის, საქართველო დაუახლოვოს ევროკავშირს - დევიდ მაკალისტერი

  • პოლიტიკა
  • 20.07.2022
  • 16:15
ვროპარლამენტი უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მზად არის, საქართველო დაუახლოვოს ევროკავშირს - დევიდ მაკალისტერი

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის დელეგაციის მეთაურის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

დევიდ მაკალისტერის განცხადებით, ევროპარლამენტი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მზად არის, საქართველო დაუახლოოს ევროპის კავშირს.

ამასთან, მაკალისტერის თქმით, საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ უმასპინძლეთ ჩვენს დელეგაციას. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განგვეხილა ეს შესაძლებლობები, რომელის ამჟამად საქართველოს წინაშე არის, საქართველოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. მე ვარ დევიდ მაკალისტერი, წარმოვადგენ 6-კაციან დელეგაციას ევროპის პარლამენტის საგარე საქმეთა კომიტეტისა.

დღეს საქართველოში ვიზიტი არის სამხრეთ კავკასიაში ჩვენი მისიის ერთ-ერთი ნაწილი და ჩვენ ორი დღის განმავლობაში შევხვდებით საქართველოს პარლამენტის, მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტის სპიკერს, პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. აგრეთვე საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს და შევხვდებით სამოქალაქო საზოგადოების წევრებსაც. რა თქმა უნდა, ძირითადად ვისაუბრებთ საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

მინდა, გითხრათ, რომ წინა თვეში გადაწყვეტილება ევროპულ საბჭოში გახლდათ მართლაც ისტორიული, გადაწყვეტილება, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. ეს გახლავთ აღაიარება იმისა, რომ ევროპის პარლამენტი უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მზად არის, საქართველო დაუახლოვოს ევროპის კავშირს, რამეთუ საქართველო არის ევროპის კავშირის ოჯახის წევრი. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის ასახული ევროკომისიის მოსაზრებაში.

ქალბატონ ზურაბიშვილთან ერთად, ჩვენ განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა, რომ მათ გვერდზე გადადონ განსხვავებები და კონსტრუქციულად ისაუბრონ, იმუშავონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე და ეს არის პოლარიზაცია, ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არქონით იმისთვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისთვის, რა მიზანიც აქვს დასახული“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge