png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ხელი აიღოს დეზინფორმაციის და ანტიდასავლური კამპანიის წარმოებისგან - ოპოზიციონერი დეპუტატები

  • პოლიტიკა
  • 17.07.2022
  • 13:12
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ხელი აიღოს დეზინფორმაციის და ანტიდასავლური კამპანიის წარმოებისგან - ოპოზიციონერი დეპუტატები

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ხელი აიღოს დეზინფორმაციის და ანტიდასავლური კამპანიის წარმოებისგან, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი​ ავრცელებს.

„ანტიდასავლური რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენა(ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით), ხოლო ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სისტემური რეფორმების გატარება დაუყენა (12 პუნქტის სახით).

შედეგად, ვიხილეთ „ქართული ოცნების“ ორმაგი სახე, რომელიც ერთის მხრივ ხედავს რა მოსახლეობის ნებას გახდეს ევროკავშირის წევრი, აცხადებს რომ ქვეყნის დასავლური კურსი უცვლელია, თუმცა იმავდროულად კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარის რეალური მიზეზებს – დემოკრატიულ უკუსვლას და რეფორმების არარსებობას – არ აღიარებს; რეალური მიზეზების გადასაფარად, სახელისუფლებო პარტია აქტიურად აწარმოებს დეზინფორმაციას – ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებას ომში ჩაურთველობით ხსნის და ღიად თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რაც სიცრუე და რუსული პროპაგანდაა. ეს სიცრუე გათვლილია იმ მოქალაქეებზე, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს დღეს დასავლეთის პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში არსებულ პოზიციებზე, რომელიც არათუ არ ითხოვს საქართველოს ომში ჩართვას, არამედ აქტიურადაა მიმართული საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და დასაცავად რუსეთისგან.

მმართველი პარტიის და მისგან ე.წ. განდგომილების მხრიდან წარმოებული იდენტური დეზინფორმაციული კამპანიების ქმნის საფრთხეს, საქართველოს დააკარგვინოს სტრატეგიული მეგობრები, დააბნიოს ჩვენი პარტნიორები და შეასუსტოს მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.მეტიც, აღნიშნული წარმოადგენს არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ სვლას, რომლის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ასევე ქმნის რისკებს რომ საქართველო მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში; ამგვარი მოქმედებებით მმართველი პარტია ართმევს მოსახლეობას შესაძლებლობას იცხოვროს ევროპული ტიპის ქვეყანაში, სადაც თითოეული მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებული უფლება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება დაცულია; ამავდროულად, მმართველი პარტია უზარმაზარი დარტყმის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ვინაიდან საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და მეგობრების გარეშე დარჩენა საქართველოს მარტოს დატოვებს ოკუპანტი რუსეთის პირისპირ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა საქართველოს კრიტიკულ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მეგობრობის ხელი გამოუწოდა ჯერ კიდევ 1992 წელს. იმ დროიდან, როცა რუსეთმა დაიწყო განგრძობითი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს დახმარება დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჯამში შეადგენს 5 მილიარდ დოლარამდე ფინანსურ რესურსს და მრავალ წარმატებულ დარგობრივ პროგრამას. აშშ-ს დახმარება ეფუძნება საერთო ღირებულებებს და მისი მიზანია საქართველო გახდეს შემდგარი, ძლიერი და თავისუფალი ქვეყანა.

შესაბამისად, ანტიდასავლური ძალები ამაოდ ცდილობენ დასავლეთის რეკომენდაციები იმავე ტიპის მოვლენად წარმოადგინონ, როგორიც მოსკოვიდან წამოსული სიგნალებია. ამ უკანასკნელთა მიღმა რომ უხეში სამხედრო ძალა, ქალაქების ნგრევა და ადამიანთა სიკვდილი იმალება, ეს აჩვენა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს და უკრაინაში დღევანდელმა ომებმაც.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ხელი აიღოს დეზინფორმაციის და ანტიდასავლური კამპანიის წარმოებისგან, გადმოერთოს საქმიან რეჟიმზე და დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამ მიზნით გასულ კვირას ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ რიგგარეშე სესიას პარლამენტში. აღნიშნული ინიციატივა ფართოდ მხარდაჭერილია სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების მხრიდან. ინიციატივა გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტმაც და 18 ივლისიდან მოიწვია რიგგარეშე სესსია. ჩვენი ინიციატივის მიზანია პარლამენტმა დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რაც იქნება პოლიტიკური ნების დემონსტრირება 12 პუნქტის ირგვლივ მუშაობისთვის რეალურ მზადყოფნაზე.

ასევე მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, არასამთავრობო სექტორს და პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს არ დავუშვათ ქვეყნის კურსის ცვლილება და ერთად ვიბრძოლოთ იმ არჩევანის დასაცავად, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს საუკუნეების წინ და რისი განხორციელების შესაძლებლობა როგორც არასდროს, ისე ახლოა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ დეპუტატები – თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ანა ბუჩუკური.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge