png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ნატოს მადრიდის სამიტზე “საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი” დამტკიცდა

  • პოლიტიკა
  • 30.06.2022
  • 00:13
ნატოს მადრიდის სამიტზე “საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი” დამტკიცდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ს მადრიდის სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: 

"საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ს მადრიდის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც პრაქტიკულ ასევე პოლიტიკურ განზომილებაში.

არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, გადამწყვეტია რეგიონალური უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. საქართველო მიესალმება მადრიდის სამიტზე მოკავშირეების მიერ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის“, დამტკიცებას. დოკუმენტი შეიცავს საქართველო თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების და ამ პროცესში ნატო-ს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს. ზემოაღნიშნული ახალი ინსტრუმენტი, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან ერთად, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის ნატო-ს სტანდარტებთან დასაახლოვებლად და  თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
 
საქართველო მიესალმება სამიტის მიერ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცებას. ახალ კონცეფციაში ჯეროვნად არის ასახული შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემო და წარმოქმნილ საფრთხეებისადმი ალიანსის გრძელვადიანი პასუხი.

მისასალმებელია, რომ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში შესაბამისად აისახა ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე ფუნდამენტური პრინციპი, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება თავად აირჩიოს საგარეო-პოლიტიკური კურსი და ამ პროცესში ნებისმიერი გარე ჩარევის მცდელობა მიუღებელია.
 
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მადრიდის სამიტზე მიღებულ არაერთ დოკუმენტში.
 
საქართველო მიესალმება, მადრიდის სამიტზე წევრი ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
 
მივესალმებით ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით მადრიდის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ვულოცავთ ფინეთს და შვედეთს ალიანსში მიწვევას. მათი გაწევრიანებით კიდევ უფრო გაიზრდება უსაფრთხოების არეალი ევროპაში და გაძლიერდება ალიანსი. საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის ეს პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანია ვინაიდან ეს წარმოადგენს ღია კარის პოლიტიკის რეალურ განხორციელებას. ასევე, მივესალმებით ალიანსის გადაწყვეტილებას გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.
 
საქართველო განსაკუთრებით აფასებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ დაფიქსირებულ მტკიცე მხარდაჭერის გზავნილებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
 
საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებები კი  ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების განმტკიცებას და  კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს მის საბოლოო მიზანთან - ნატო-ში წევრობასთან".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge