png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გერმანიამ გაზის მარაგების შემცირების გამო განგაშის რეჟიმი გაააქტიურა

  • მსოფლიო
  • 23.06.2022
  • 13:37
გერმანიამ გაზის მარაგების შემცირების გამო განგაშის რეჟიმი გაააქტიურა

გერმანიის ხელისუფლებამ გაააქტიურა ე.წ. განგაშის რეჟიმი - გაზით მომარაგების ავარიული გეგმის მეორე საფეხური. ამის შესახებ ბერლინში გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, იუწყება „დოიჩე ველე“. მან აღნიშნული ზომა რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებითა და გაზზე მაღალი ფასების შენარჩუნებით ახსნა.  

„ჩვენ ვიმყოფებით გაზის კრიზისის მდგომარეობაში. ამიერიდან გაზი - დეფიციტური პროდუქტია. ფასები დღეს უკვე მაღალია და ჩვენ მოგვიწევს მოვემზადოთ მისი შემდგომი გაზრდისთვის“, - განაცხადა ჰაბეკმა.

ამავდროულად, მან რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებას გერმანიაზე ეკონომიკური შეტევა უწოდა.

ავარიული გეგმის მეორე საფეხურზე გადასვლა გაზმომარაგებაში შეფერხების ან გაზზე განსაკუთრებით მაღალი მოთხვნოს შემთხვევაში ხდება, რაც გაზმომარაგების კუთხით სიტუაციის გაუარესებას იწვევს. ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, ბაზარს ჯერ კიდევ შეუძლია გაუმკლავდეს ამ პრობლემას დამოუკიდებლად.

ავარიული გგემის მესამე საფეხური გაააქტიურდება, თუ გაზით მომარაგება იმდენად გაუარესდება, რომ მდგომარეობის გამოსწორება სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეუძლებელი გახდება და აუცილებელი იქნება გაზის მიწოდებაზე კვოტების დაწესება, რათა უზრუნველყოს უპირველსად შედარებით მოწყვლადი ჯგუფები - შინამეურნეობობი, საავადმყოფოები, გაზის ელექტროსადგურები.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე რობერტ ჰაბეკმა ავარიული გეგმის პირველი საფეხური, ანუ გამაფრთხილებელი რეჟიმი ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გააქტიურა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge