png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

Reuters: თურქეთი და რუსეთი უკრაინული ხორბლის ექსპორტისთვის დერეფნების გახსნის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ

  • მსოფლიო
  • 22.06.2022
  • 14:39
Reuters: თურქეთი და რუსეთი უკრაინული ხორბლის ექსპორტისთვის დერეფნების გახსნის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ

თურქეთის დელეგაცია მიმდინარე კვირაში რუსეთში გაემგზავრება, რათა განიხილოს უკრაინული ხორბლის ექსპორტისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნების შესაძლო გახსნის დეტალები.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროები ავრცელებენ. იუწყება Reuters.

რუსული საანგეტო „ტასი“ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერ დმიტრი პესოკვზე დაყრდნობით, ასევე ადასტურებს დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

უკრაინაში რუსეთის სასტიკმა შეჭრამ შავი ზღვის გავლით უკრაინული ხორბლის ექსპორტი შეაჩერა, რამაც გლობალური სასურსათო დეფიციტი გამოიწვია. მოსკოვი ამტკიცებს, რომ კრიზისის მიზეზი დასავლეთის სანქციები გახდა. გაერომ რუსეთსა და უკრაინას, ასევე მათ საზღვაო მეზობელ თურქეთს დერეფნების შეთანხმებისკენ მოუწოდა.  

ანკარამ მოსკოვთან და გაეროსთან მოლაპარაკებები უკვე გამართა დერეფნების შესაძლო გახსნის შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ საბოლოო შეთანმებისთვის საჭიროა ყველა მხარის შეხვედრა სტამბოლში, სადაც თურქული მხარის განცხადებით, განხორციელდება კონტროლი ამ გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

წყაროს განცხადებით,თურქეთის, უკრაინის, რუსეთისა და გაეროს ოთხმხრივი შეხვედრა სტამბოლში სავარაუდოდ, თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მონაწილეობით გაიმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge