png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ნატო აღარ არის ვალდებული, აღმოსავლეთ ევროპაში ძალების განთავსებისგან თავი შეიკავოს - მირჩა ჯოანა

  • მსოფლიო
  • 30.05.2022
  • 15:30
ნატო აღარ არის ვალდებული, აღმოსავლეთ ევროპაში ძალების განთავსებისგან თავი შეიკავოს - მირჩა ჯოანა

უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ ნატო ვალდებული აღარ არის აღმოსავლეთ ევროპაში ძალები არ განათავსოს. ამის შესახებ სააგენტო AFP-ს ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანემ განაცხადა.“რუსეთმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ მეზობლებს თავს არ დაესხმოდა, რასაც ის ახლა აკეთებს. აიღო {პასუხისმგებლობა} რომ გამართავდა რეგულარულ კონსულტაციებს ნატო-სთან, რასაც ის არ აკეთებს“, - განმარტა ჯოანამ.

„თავად მოსკოვმა ჩამოაშორა ყოველგვარი შინაარსი - რუსეთი-ნატოს დამფუძნებელ აქტს, თავს დაესხა უკრაინას და შეწყვიტა დიალოგი ალიანსთან... ახლა ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა, რომ გვქონდეს ძლიერი პოზიცია აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული კვადრატული დიუმი დაცული იყოს მეხუთე მუხლით და ჩვენი მოკავშირეების მიერ“, - აღნიშნა მან.

მირჩა ჯოანას არ დაუზუსტებია აქვს თუ არა ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპაში ძალების განთავსების კონკრეტული გეგმა, მხოლოდ აღნიშნა, რომ ელის ალიანსის საიმედო, მოქნილ და მდგრად ყოფნას ამ რეგიონში.

რუსეთისა და ნატო-ს მიერ 1997 წელს ხელმოწერილი დამფუძნებელი აქტი განსაზღვრავდა, რომ მხარეები ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად არ განიხილავდნენ, ვალდებულებას იღებდნენ პატივი ეცათ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისათვის და აღიარებდნენ ევროპის ქვეყნების უფლებას თავად აერჩიათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები.

დოკუმენტი ასევე განსაზღვრავდა ორმხრივი კონსულტაციების მექანიზმებსა და პრინციპებს. ინფორმაციების გაცვლას სამხედრო დოქტრინებთან, ბიუჯეტთან და სამხედრო სტრატეგიებთან დაკავშირებით, ასევე ერთობლივ ოპერაციებსა და სწავლებებს.

თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო ხელმძღვანელობას მისცეს მანდატი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების გეგმის შემუშავებაზე. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მაშინ განაცხადა, რომ საუბარია ახალ ტატქიკურ ჯგუფებზე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. საბოლოო გადაწყვეტილება, შესაძლოა, მადრიდში ივნისის ბოლოს დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრაზე იქნას მიღებული.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge