png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გამოდით ქუჩებში! იბრძოლეთ! განდევნეთ ეს ბოროტება ჩვენი ქალაქებიდან - ზელენსკი მოსახლეობას მიმართავს

  • მსოფლიო
  • 06.03.2022
  • 00:42
გამოდით ქუჩებში! იბრძოლეთ! განდევნეთ ეს ბოროტება ჩვენი ქალაქებიდან - ზელენსკი მოსახლეობას მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქების ოკუპაცია დროებითია და მოსახლეობას მოუწოდა განდევნონ რუსი სამხედროები ქვეყნიდან. 

მან აღნიშნა, რომ როდესაც შენი ქალაქი ოკუპირებულია, პროტესტი განსაკუთრებული გმირობაა.

„როდესაც არ გაქვს იარაღი, გესვრიან და შენ არ გარბიხარ, როდესაც არ გაქვს ჯავშანი და ჯავშანტრანსპორტიორი გიახლოვდება და შენ არ გარბიხარ. ამიტომ ოკუპაცია დროებითია!“ - თქვა ზელენსკიმ.

„ჩვენი ხალხი, ჩვენი უკრაინელები უკან არ იხევენ. არ ნებდებიან. არ წყვეტენ წინააღმდეგობას. ისინი უყვირიან ოკუპანტებს - წადი სახლში. როგორც რუსი ხომალდი! დევნიან მათ ჩვენი ტერიტორიიდან. გზას უღობავენ... უკრაინული მიწის ყოველი მეტრი გამოხსნილია პროტესტებითა და ოკუპანტების დამცირებით, ეს არის ნაბიჯი  გამარჯვებისკენ, ეს არის სიცოცხლის შანსი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა ყველა ქალაქში, სადაც მეტრი შევიდა, შეტევაზე გადავიდნენ.

„გამოდით ქუჩებში! იბრძოლეთ! ყველგან, სადაც შეძლებთ. როგორც ხერსონში, როგორც ბერდიანსკში, როგორც მელიტოპოლში. როგორც კონოტოპში. გამოდით და განდევნეთ ეს ბოროტება ჩვენი ქალაქებიდან“, - თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია არ დაუშვან ახალი „დონეცისა და ლუგანსკის რესპუბლიკების“ გაჩენა, სადაც ნორმალური ცხოვრება შეუძლებელია, სადაც არის მხოლოდ მონობა და მუხლებზე დაჩოქება.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge