png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მოუწოდებს დაიცვას ურთიერთთანამშრომლობის ფუნდამენტური წესები ევროპაში

  • მსოფლიო
  • 18.01.2022
  • 18:54
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მოუწოდებს დაიცვას ურთიერთთანამშრომლობის ფუნდამენტური წესები ევროპაში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთს მოუწოდებს თავი შეიკავოს უკრაინის მიმართ აგრესიისგან და დაიცვას ურთიერთთანამშრომლობის ფუნდამენტური წესები ევროპაში. „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა საერთო წესების დაცვისა, მაშინაც კი თუ ეს მაღალ ეკონომიკურ ფასს მოითხოვს“, - განაცხადა ბერბოკმა 18 იანვარს მოსკოვში რუსეთის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციაზე. „უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული ყოველგვარი აშაკარა მიზეზის გარეშე... ეს რთულია არ განიხილო, როგორც მუქარა“, - განაცხადა ბერბოკმა.

ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ ბევრ საკითხში არსებობს სერიოზული პრინციპული უთანხმოება რუსეთის ხელისუფლებასთან. მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია მზად არის შეთანხმებისთვის, რომელმაც ყველას უსაფრთხოება უნდა მოუტანოს. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია სწრაფად აღდგეს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები „ნორმანდიულ ფორმატში“.

ლავროვმა თავის მხრივ, უკრაინა კვლავ დაადანაშაულა მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაში და განაცხადა, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია არა ახალი შეხვედრის ვადები, არამედ მისი შინაარსი. ამიტომ მისი თქმით, მოსკოვი ჯერ ვერ ხედავს შეხვედრის  აუცილებლობას.

რაც შეეხება, უსაფრთხოების გარანტიებს, რომელსაც რუსეთი დასავლეთისგან  მოითხოვს, ბერბოკმა განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ სერიოზული დიალოგისთვის ურთიერთშეთანხმებისა და ნაბიჯების შესახებ, რომელიც ევროპაში ყველას უდიდეს უსაფრთხოებას მოუტანს“. მან გასულ კვირას გამართულ მოლაპარაკებებს ნატო-რუსეთის საბჭოში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უწოდა. ამასთან, ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უალტერნატივოა მოსკოვისა და ბერლინის სტაბილური ურთიერთობა, რომლის განვითარებაზეც გერმანიის ახალი მთავრობა მუშაობას გეგმავს.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • 06:40
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge