png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნატოში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული - გიორგი კანდელაკი

  • პოლიტიკა
  • 10.01.2022
  • 17:14
ნატოში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული - გიორგი კანდელაკი

"ნატოს არაერთი სამიტი ჩატარდა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არანაირი რეალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ ძალიან რთულ საკითხში წინსვლა ყოფილიყო, ამისთვის საქართველოს რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"სიმართლე ისაა, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული და ეს არის ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო თანამშრომლობა არის ნატოსთან, ნატოში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული. სწორედ ეს წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის გენერალურ ხაზს. ნატოს არაერთი სამიტი ჩატარდა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არანაირი რეალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ ძალიან რთულ საკითხში წინსვლა ყოფილიყო, ამისთვის საქართველოს რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს. ასე რომ, სწორედ ეს არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრობლემა ასევე იმასთან ერთად, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში, რუსეთ-დასავლეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხი თავად საქართველომ გააქრო და ამის დასტურია, ის რომ უმაღლეს დონეზე რუსეთისა და დასავლეთის ლიდერებს შორის გამართულ დისკუსიებში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი პრაქტიკულად აღარ ფიგურირებს. თუ კი თავად საქართველო არ მოახდენს ამ საკითხის წამოჭრას და მეგობრებთან მუშაობას იმისთვის, რომ შემდეგ რუსეთთან წამოჭრან დეოკუპაციის საკითხი, ამას საკუთარი ინიციატივით, რა თქმა უნდა, არავინ არ გააკეთებს", - განაცხადა კანდელაკმა.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge