png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუსის შენობაში მას შემდეგ, რაც სუსი გაუქმდება. გარწმუნებთ, არ ვხუმრობ - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 24.12.2021
  • 23:14
ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუსის შენობაში მას შემდეგ, რაც სუსი გაუქმდება. გარწმუნებთ, არ ვხუმრობ - სააკაშვილი

"სრული სოლიდარობა კლუბებს... ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუსის შენობაში. გარწმუნებთ, არ ვხუმრობ!" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ მიმართვაში წერს.

ქართული კლუბური კულტურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი მთავარი სახელგანთქმული პროდუქტია, რომლითაც ყველა ვამაყობთ. მე გამიგია ძალიან ბევრი უკრაინელისგან, ევროპელისგან, ამერიკელისგან, რომ თბილისსა და ბათუმს აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ღამის კლუბები. ისინი არიან თავისუფლების კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

ესე იგი, წინანდალში 500-კაციანი ქეიფი შეიძლება, ნაძვის ხესთან ათასობით ადამიანი დასაშვებია და კლუბები არა. გასაგებია, რომ მათ ხელოვნურად კლავენ ხან ერთი მიზეზით, ხან მეორეთი.

კიევში თითქმის არ ჩაკეტილა კლუბები და ეპიდემიის დროს ახლებიც კი გაიხსნა და ბევრად ნაკლებია კოვიდით დაღუპულები, ვიდრე თბილისში. ახლა ჩვენ ვკარგავთ პროფესიონალებს და ამ სფეროში ქართველებზე დიდი მოთხოვნაა უკრაინაშიც და ევროპაშიც.

ჩემი სრული სოლიდარობა კლუბების კოლექტივებს. ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუსის შენობაში მას შემდეგ, რაც სუსი გაუქმდება. გარწმუნებთ, არ ვხუმრობ და მალე გახდებით ამის მომსწრე!, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge