png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პროგრამირებიდან ელექტრო მექანიკოსობამდე - "თეგეტა აკადემიის" კურსდამთავრებული ლაშა ხუციშვილი

  • საზოგადოება
  • 20.12.2021
  • 18:19
 პროგრამირებიდან ელექტრო მექანიკოსობამდე - "თეგეტა აკადემიის" კურსდამთავრებული ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი "თეგეტა აკადემიის" პროფესიული პროგრამის "ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება" კურსდამთავრებულია. ის, 10 სტუდენტთან ერთად, პირველ ნაკადში მოხვდა და სწავლა ახლახან დაასრულა. 

პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ამას მოჰყვება სტაჟირება "თეგეტა ჰოლდინგში". ლაშამ ყველა ეს საფეხური გაიარა და უკვე კომპანიის თანამშრომელია - ახლა სხვებს უზიარებს თავის გამოცდილებას. დაახლოებით, ერთი თვეა, "თეგეტაში", პრაქტიკული საქმიანობის გარდა, ელექტრო და ელექტრონული სისტემების თემაზე ტრენინგებს ატარებს. სხვებისთვის ცოდნის გაზიარების შეთავაზება კომპანიისგან მიიღო. მარტივად დასთანხმდა, რადგან მიაჩნია, რომ პროგრამაზე მიღებული ცოდნით და უნარ-ჩვევებით, შეძლებს მის მსგავსად, ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ეს საქმე შეასწავლოს. 

"თეგეტა აკადემიაში" პროფესიულ პროგრამაზე "ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება", პირველი ნაკადი, 2020 წელს მიიღეს. პროგრამის მიზანია სატრანსპორტო სფეროსთვის მოამზადოს ელექტრონული სისტემების პროფესიონალი შემკეთებელი, რომელიც შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებში, ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. როგორც "თეგეტაში" ამბობენ, სწავლის პროცესში, სტუდენტები იღებენ ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ამ თემასთან დაკავშირებულ თითოეულ საკითხზე. 

ლაშას, სკოლის პერიოდიდან ტექნიკური საგნები, შემდეგ კი ტექნოლოგიები, უფრო მეტად პროგრამირება აინტერესებდა. ამ პროფესიული პროგრამის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო. 

"სწავლის პროცესი ძალიან მომეწონა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მივიღე. არა და, ამ საქმეში პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბევრი ნიუანსი და დეტალია, რომელსაც მხოლოდ საქმის კეთების პროცესში ისწავლი".

ამბობს, რომ ელექტრო და ელექტრონული სისტემის მიმართ ახლა კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდა, ბევრს ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუ ადრე პროგრამირებაზე სურდა სწავლა და შემდეგ ამ პროფესიით მუშაობა, ახლა ელექტრო და ელექტრონული სისტემები უფრო მეტად აინტერესებს. 

"როგორც პროფესიონალი, ვცდილობ, საქმეში ჩემი ცოდნა გამოვიყენო, გავითვალისწინო, ის რაც აპრობირებული, სწორი და თან, ამავე დროს ინოვაციურია. ეს პროფესია ხომ ადამიანების შექმნილია? შესაბამისად, არსებობს უკვე აპრობირებული, გამოცდილი მეთოდები. მათი მიყოლა, ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენს პროფესიაში საქმის კარგად კეთებისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სიახლეები არ ვეძიოთ, განსხვავებული არაფერი შევმატოთ". 

ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია დიდი მოთმინების უნარი და მყარი ნერვები. 

"რაც უფრო ღრმად ჩავიხედე ამ პროფესიაში, ნაკლებად დაძაბული ვარ, თავს უფრო და უფრო კომფორტულად ვგრძნობ". 

მისთვის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების ათვისება რთული ნამდვილად არ აღმოჩნდა. ამბობს, რომ მთავარი ინტერესია და თუ ადამიანს ეს გააჩნია, ნებისმიერ საქმეს ისწავლის. 

"ჩვენს პროფესიაში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მოტივაცია, პრაქტიკული და რაღაც დონეზე, ტექნიკური აზროვნება. ასევე, მგონია, რომ მუდმივად თვითგანვითარებაზე უნდა ფიქრობდე, ახალ-ახალ ინფორმაციას იძიებდე და აანალიზებდე, შემდეგ კი მას პრაქტიკაში ნერგავდე. სიახლეების გაცნობა, ცოდნის მუდმივად განახლება გაქცევს პროფესიონალად. ამ საქმის კარგად ათვისებას ძალიან ბევრი შრომა და დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, არც დრო და არც ენერგია არ უნდა დავიშუროთ, თუ წარმატების მიღწევა გვსურს". 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge