png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის რეზიდენციაში არ მივა, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ფარისევლობას - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 16.12.2021
  • 14:00
ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის რეზიდენციაში არ მივა, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ფარისევლობას - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის რეზიდენციაში არ მივა, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ფარისევლობას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა საკითხზე მიმართავს, ხოლო ახლა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის თქმით პრეზიდენტის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ.

„პრეზიდენტის რეზიდენციაში ღონისძიებას ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დაესწრება. „ნაციონალური მოძრაობა“ ღონისძიებაზე არ მივა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფარისევლობას. ისინი პრეზიდენტს სხვადასხვა საკითხზე მიმართავენ და ახლა მონაწილეობას არ იღებენ, რითაც უპატივცემულობას აჩვენებენ პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ და აჩვენებენ საკუთარ დამოკიდებულებას სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისა და პოლიტიკური კლიმატის მიმართ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციაზე მიმართული ძალა, პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს. „ნაციონალური მოძრაობა“ კონფლიქტშია საბაზისო პრინციპებთან – დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან, ისინი დემოკრატიას ეწინააღმდეგებიან იმით, რომ არ აღიარებენ არჩევნებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს. საჭიროა, მათ კანონისა და ხალხის ნება აღიარონ, რასაც ჯერ ვერ ვხედავთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს უნდა შეურიგდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge