png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გალტ & თაგარტმა თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

  • ეკონომიკა
  • 17.12.2019
  • 14:15
 გალტ & თაგარტმა თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

გალტ & თაგარტმა თბილისის უძრავი ქონების შესახებ კვლევა მოამზადა, რომელშიც გაანალიზებულია საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები. კვლევის მიხედვით ბოლო წლების სწრაფი განვითარების მიუხედავად,  თბილისში კვლავ ძველი შენობები ჭარბობს. ამასთან, სექტორის ძლიერი ზრდის პოტენციალზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ თბილისში თანამედროვე სტანდარტებით საცხოვრებელი, სავაჭრო და საოფისე უძრავი ქონების მხოლოდ 25%-მდეა აშენებული.

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები სტაბილურია აშშ დოლარში და ბაზრის გადახურების ნიშნები არ იკვეთება. ამასთან, ბოლო პერიოდში მიღებული სამშენებლო რეგულაციები აქტიურ მშენებლობას ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში გადატანას უბიძგებს, ხოლო ფასების ზრდას გალტ & თაგარტის შეფასებით ძირითადად ცენტრალურ უბნებში გამოიწვევს. ამასთან, ბინების მოთხოვნაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები ჯანსაღია (მზარდი ურბანიზაცია, შინამეურნეობის ზომის შემცირება და ა.შ.), რაც მომავალში ბინების გაყიდვების სტაბილურ ზრდას შეუწყობს ხელს.

კვლევის თანახმად, თანამედროვე ოფისები თბილისში მთლიანი სივრცის მხოლოდ 22%-ს შეადგენს. ასეთი მცირე მიწოდების პირობებში იჯარის ფასები მაღალია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს ახალი თანამედროვე ოფისები დაემატება, რაც გალტ & თაგარტის შეფასებით ფასებზეც აისახება.

თბილისში თანამედროვე სავაჭრო ცენტრები ბოლო წლებში სწრაფად განვითარდა. ამასთან, მოკლევადიან პერიოდში სავაჭრო ცენტრების შემდგომი გაფართოების აუცილებლობა არ იკვეთება, თუმცა მათი დომინირება მომავალში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ სხვა ქალაქებისგან განსხვავებით თბილისში ქუჩის საცალო მაღაზიები (street retail) რითეილერებისთვის არამიმზიდველია და გამონაკლისს მხოლოდ რუსთაველის გამზირი წარმოადგენს.

გალტ & თაგარტის მიხედვით, მაღალი კლასის სასტუმროების სეგმენტში დაგეგმილი პროექტები ჭარბი მიწოდების რისკებს შეიცავს მოკლევადიან პერიოდში და მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვის აუციებლობას უსვამს ხაზს. რაც შეეხება ბიუჯეტურ სეგმენტს, ის მთლიანად Airbnb-ს აქვს დაკავებული.

„ღონისძიების მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან მოცემული სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, რათა მოხდეს  სექტორში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა, დისკუსიის გამართვა. გვსურდა მოწვეული სტუმრებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ როგორ ვითარდება და რა პერსპექტივები არსებობს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე“,- განაცხადა „გალტ & თაგარტი“-ს კვლევების დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.  

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge