png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება - ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

  • ეკონომიკა
  • 11.12.2019
  • 16:37
გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება - ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

"ლოუკოსტერი" Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ლი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ავიაბილეთები შეძენილი ჰქონდათ, საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს.

ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.

მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა მიიღონ.

თუ კი მგზავრი ჯავშანს არ გააუქმებს, მაშინ მას დაეკისრება დამატებითი მოსაკრებელი 5.53 ევროს ოდენობით გერმანიასა და ევროკავშირის შიდა რეისებზე და 9,96 ევრო ევროკავშირის საზღვრებს გარეთ.

Ryanair-ის ინფორმაციაში ნათქვამია, გერმანიის ბუნდესტაგმა საავიაციო გადასახადის ზრდის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამ ფონზე კი, 2020 წლის 1-ლი აპრილის შემდეგ დაგეგმილ რეისებზე, ავიაკომპანიებს მგზავრისგან აღნიშნული გაზრდილი გადასახადის ამოღება მოუწევთ.

ავიაკომპანია კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად სხვა პრიორიტეტებს ასახელებს. კომპანიის აზრით, უნდა მოხდეს ინვესტირება ახალი საჰაერო ხომალდები შეძენაში, ასევე უნდა მოაგვარეს საჰაერო მოძრაობის კონტროლის პრობლემა, რადგანაც გრძელი მარშრუტებზე ფრენის გამო, ნახშირორჟანგის ემისია 10%-ით იზრდება.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის მთავრობამ შიდა და ევროპულ რეისებზე, საავიაციო გადასახადი გააძვირა და ის მოკლე დისტანციაზე (ზონა 1) 7,38 ევროდან 13.03 ევრომდე გაიზარდა.

გადასახადი საშუალო დისტანციაზე, რომელიც 6000 კმ-მდე მანძილს მოიცავს (ზონა 2), 23.05 ევროდან 33.01 ევრომდე განისაზღვრა.

ხოლო მოსაკრებელი გრძელ მაგისტრალურ რეისებზე (ზონა 3), 41,49 ევროდან 59.43 ევრომდე გაძვირდა.

გერმანიის მთავრობის გათვლებით, 2020 წელს საავიაციო გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 470 მილიონი ევრო იქნება. 12 თვეზე გადაანგარიშებით კი შემოსავალი დაახლოებით 785 მილიონი ევროს მიაღწევს.

გადასახადის განაკვეთის ზრდას, გერმანიის მთავრობაში, გარემოს დაცვით და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების სურვილით ხსნიან.

იმისათვის, რომ მგზავრების სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილების სტიმულირება მოხდეს, ავიაბილეთებზე გადასახადის ზრდის პარალელურად, გერმანიის მთავრობა საქალაქთაშორისო მატარებლის ბილეთებზე დღგ-ს განაკვეთის 19%-დან 7%-მდე შემცირება აპირებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge