png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ - ნათია თურნავა

  • ეკონომიკა
  • 05.12.2019
  • 14:25
მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ - ნათია თურნავა

„უახლოეს დღეებში 120-მდე მცირე და საშუალო მეწარმე ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებს" - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა.

ნათია თურნავას განცხადებით, წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობაა, მათ შორის ერთი ფანჯრის პრინციპი დანერგვით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა აქამდე საკმაოდ გართულებული პროცედურა იყო.

„როცა მეწარმეებს საკუთარი წარმოებისთვის წყლის მოხმარება სჭირდებოდათ, თუნდაც ჭაბურღილი ჰქონოდათ საკუთარ მიწაზე, ამ წყლის მოხმარება საჭიროებდა ბევრ ბიუროკრატიულ პროცედურას. ახლა ეს მარტივდება და ისინი ძალიან მარტივად, პირდაპირი წესით შეძლებენ ჭაბურღილებიდან ტექნიკური წყლის მოხმარებას" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ მთავრობა ასრულებს დაპირებას და სხვადასხვა სექტორში აქტიურად ამკვიდრებს ერთი ფანჯრის პრინციპს.

„ამით ჩვენ ვაჩქარებთ წიაღის, როგორც რესურსის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას, რადგან ეს მიწის რეფორმასთან და დაჩქარებულ პრივატიზაციასთან ერთად მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ბერკეტია", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge