png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მე უკვე ვგეგმავ აქ დაბრუნებას, რათა უფრო მეტი ვნახო- Traveller-ის ჟურნალისტი ბათუმზე

  • ეკონომიკა
  • 15.11.2019
  • 13:07
მე უკვე ვგეგმავ აქ დაბრუნებას, რათა უფრო მეტი ვნახო- Traveller-ის ჟურნალისტი ბათუმზე

„ეხლა კი დავიწყებ თხრობას ჩემი მოგზაურობის შესახებ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლავ მოკლე დასვენებად იქცა ჩემს სამოგზაურო პრაქტიკაში, თავისი ულამაზესი მთის და ზღვის პეიზაჟებით, ეგზოტიკური სამზარეულოთი და ღვინით, თბილი, კონტაქტური ხალხითა და ძალიან ექსცენტრული ურბანული არქიტექტურით. მე უკვე ვგეგმავ აქ დაბრუნებას, რათა უფრო მეტი ვნახო“ - იწყებს ბათუმზე წერას ბრიტანეთში პოპულარული ინტერნეტპორტალ Traveller-ის ჟურნალისტი პაოლა ტოტარო, რომელმაც რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ზაფხულის ბოლოს იმოგზაურა.

ბლოგში ჟურნალისტი ბათუმის არქიტექტურასა და ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებზე საუბრობს, ბათუმს კი ლას ვეგასის, იტალიური რენესანსისა და საბჭოთა კავშირის სინთეზს უწოდებს.

ქალაქის ღირსშესანიშნაობებიდან ჟურნალისტი განსაკუთრებულ აქცენტს ბათუმის ბულვარზე აკეთებს, სადაც მკითხველებს სეირნობას მზის ჩასვლისას ურჩევს „ბათუმის ბულვარში მზის ჩასვლის დროს გასეირნება ნამდვილი სიამოვნებაა. 1881 წელს, ფრანგი მებაღის, მიხეილ დალფონსის მიერ გაშენებული ტერიტორია სანაპიროს და მცენარეებში ჩაფლულ ალეებს მოიცავს. ყვავილების კასკადებსა და ხეების ჩრდილში კაფეები, ტენისის მაგიდები, რესტორნები და ბავშვთა ატრაქციონებია მოთავსებული, დასხედით, მიირთვით აპერიტივი და უცქირეთ ალისფერ, ჩამავალ მზეს“.

ბათუმში ყოფნისას ჟურნალისტი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და მტირალას ეროვნულ პარკსაც სტუმრობდა, რაც საინტერესოდაა გადმოცემული Traveller-ზე გამოქვეყნებულ ბლოგში. „ჩვენთვის პირველი დაუვიწყარი სიურპრიზი ბოტანიკური ბაღი იყო, სადაც ზურმუხტისფერი ტერასები კონცხს გადაჰყურებს და ყველა ხედს სეკვოიას, ევროპული წიწვებისა და შავი ზღვის ფონი ახლავს თან“ წერს ჟურნალისტი და ბოტანიკური ბაღიდან მტირალას ეროვნულ პარკში ინაცვლებს, სადაც ადგილობრივ სამზარეულოზე, ნატურალურ პროდუქტებსა და ველურ ბუნებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ბლოგში ჟურნალისტი ასევე, ეხება რომაელებისა და ბიზანტიელების კვალს ბათუმში და მკითხველებს გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმის მონახულებას ურჩევს „ადით კედლებზე, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება და ‘ჩაისუნთქეთ’ ისტორია, სანამ მთებში დაბრუნდებით, ჰობიტების სამყაროს მსგავსი, მახუნცეთის თაღოვანი ხიდის სანახავად“. ბლოგი აჭარაში მოგზაურობისთვის საჭირო პრაქტიკული რჩევებით სრულდება. ის Traveller-ზე შემოდგომის დასაწყისში გამოქვეყნდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge