png.ge
png.ge
png.ge
16+
29 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
29 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე ანა სუბელიანის დაშავების საქმეზე დაკავებულს ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

  • სამართალი
  • 11.11.2019
  • 14:36
კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე ანა სუბელიანის დაშავების საქმეზე დაკავებულს ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე ანა სუბელიანის დაშავების საქმეზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს ​აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა მოითხოვა. როგორც პროკურორმა განაცხადა, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის საფრთხე.

ადვოკატმა სასამართლოს გირაო 3 000 ლარის ოდენობით შესთავაზა. მისი თქმით, ბრალდებული აღიარებს წარდგენილ ბრალს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, რაც ადასტურებს, რომ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძველი.

სასამართლოს სიტყვით მიმართა ბრალდებულმაც. მისი თქმით, აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა და ანა სუბელიანისთვის ზიანის მიყენება არ დაუგეგმავს.

დანაშაული გამასწორებელი სამუშაოს, შინაპატიმრობას ან პატიმრობას ერთიდან სამ წლამდე ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

8 ნოემბერს ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ჰომოფობიურმა, ძალადობრივმა ჯგუფებმა გააპროტესტეს.

დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეომასალების დამუშავება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
  • 23:51
ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
  • 23:32
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
  • 23:19
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
  • 23:05
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
  • 23:03
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
  • 23:01
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
  • 22:42
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
  • 22:03
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge