png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2019 წლის ფინალისტები და გამარჯვებულები უკვე ცნობილია

  • ეკონომიკა
  • 08.11.2019
  • 13:58
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2019 წლის ფინალისტები და გამარჯვებულები უკვე ცნობილია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ჟიურის წევრთა საბოლოო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დამოუკიდებელი აუდიტის BDO საქართველოს მეთვალყურეობის ქვეშ 2019 წლის ფინალისტები დასახელდნენ.

გამარჯვებულები კი 2019 წლის, 6 დეკემბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან.

26 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდება ის, ვინც დამსახურებულად მოირგებს წოდებას - „საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში“. ასევე, გამოვლინდებიან გამარჯვებულები 2019 წლის ახალ კატეგორიებშიც: „საუკეთესო ავიაკომპანია“, „საუკეთესო ტრადიციული რეწვა“, „საუკეთესო ნიშური ტურიზმი“, „საუკეთესო სოფლის ტურიზმი“, „საუკეთესო მცირე მეღვინეობა“.

წელს პირველად დასახელდება კომპანია სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილ ნომინაციაში- „H2O Water Saving Award” . ასევე დაწესდება სპეციალური პრიზი - Khetsuriani Trophy.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტარდება საქართველოში 2015 წლიდან.

ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში, და წარმოადგენს ერთგვარ „ოსკარს“ ინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად.

წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა პროექტისთვის და მისი ფორმატი საკმაოდ განსხვავდება წინა წლებისგან. საზეიმო ღონისძება 2019 წლის, 6 დეკემბერს სასტუმრო “Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace”-ში გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრება 700-მდე სტუმარი. მათ შორის, საუკეთესო სასტუმროების, რესტორნების, ღვინის ქარხნების, მაღალი რანგის წარმომადგენლები. ბაზრის წამყვანი დეველოპერები, ქვეყნის ძირითადი საწარმოები, მთავრობის, ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, სასტუმროს ოპერატორები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და მედია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge