png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნათია თურნავამ ვლადისლავ კრიკლისთან შეხვედრისას სატვირთო გადაზიდვების, მათ შორის საბორნე და ფიდერული მომსახურების განვითარება განიხილა

  • ეკონომიკა
  • 22.10.2019
  • 16:25
ნათია თურნავამ ვლადისლავ კრიკლისთან შეხვედრისას სატვირთო გადაზიდვების, მათ შორის საბორნე და ფიდერული მომსახურების განვითარება განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვლადისლავ კრიკლის შეხვდა.
შეხვედრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი ლევან კარანაძე.

როგორც შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხი, როგორიც ორ ქვეყანას შორის სატვირთო გადაზიდვების, მათ შორის საბორნე და ფიდერული მომსახურების განვითარებაა. აღნიშნა, რომ ქართული მხარე გამოხატავს მზადყოფნას ამ მხრივ მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
ნათია თურნავამ და ვლადისლავ კრიკლიმ ასევე ისაუბრეს ტურიზმის და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.
„ საქართველოსა და უკრაინას შორის ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები განსაკუთრებით ხაზგასასმელია. უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და ამ ქვეყნის მონაწილეობა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მნიშვნელოვანი და მისასალმებელია", - აღნიშნა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
2018 წელს უკრაინა საქართველოს რიგით მეხუთე სავაჭრო პარტნიორი იყო. მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში უკრაინიდან ინვესტიციებმა 1,17 მლნ. დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში უკრაინაში ქართული პროდუქციის ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2018 წელს საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი 41%-ით გაიზარდა.
ასევე ზრდით გამოირჩევა ტურიზმის სექტორი - მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით, 17%-ით გაიზარდა უკრაინელ ვიზიტორთა რაოდენობა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge