png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მივესალმებით თუ კი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება - თურნავა

  • ეკონომიკა
  • 17.10.2019
  • 11:43
 მივესალმებით თუ კი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება - თურნავა

"ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით თუ კი რუსეთის ოფიციალური პირები გადახედავენ და საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება", აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მინისტრი, რუსეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ, რუსული ავიაკომპანია S7 Airlines-თვის მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება გაცემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ეს ინფორმაცია გავრცელდა რუსული მედიის საშუალებით. ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას, რადგანაც ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები. ჩვენს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არ მიუღია არანაირი შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ვერ დავადასტურებთ ფრენების აღდგენას. მაგრამ ისევ ვამბობ, რომ ჩვენ ისევ და ისევ მივესალმებით თუ კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული".

მინისტრი ამბობს, რომ მისი უწყება დიალოგისთვის მზადაა და მიესალმება, თუ კი რუსული მხარე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლის განახლებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

"პირველსავე დღეებში, როდესაც მოხდა გადაწყვეტილების მიღება და შეჩერდა პირდაპირი ავიამიმოსვლა ჩვენმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიიღო წერილობითი შეტყობინება და ჩვენი პასუხიც გაიგზავნა. მათ გაცვალეს კორესპონდენცია. თუ კი რამე კითხვა იდგა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ იქნა მიწერილი, რომ ჩვენი საჰაერო სისტემა პასუხობს უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არის ყოველთვის მზად კონსულტაციების დასაწყებად. ჩვენ ველოდებით მეორე მხრიდან გარკვეულ პოზიტიურ ნაბიჯებს. ჩვენს კონსულტაციებისთვის ვართ მზად", აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge