png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა-გასაღებაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  • სამართალი
  • 07.10.2019
  • 12:49
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა-გასაღებაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა-გასაღებაში (ორი ეპიზოდი), დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვაში ბრალდებული ე.ი. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,027 გრ. და 0,012 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი". ე.ი.-მ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, 0,027 გრ. 2019 წლის 12 700, ხოლო 0,012 გრ. 13 ივლისს 200 ლარად უკანონოდ გაასაღა, თუმცა პატივისცემის ნიშნად, 30 ლარი მყიდველს დაუბრუნა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ე.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს - 0,233 გრ. „ჰეროინ"-ს, 0,0086 გრ. მორფინს (ფუძე), 0.0028 გრ. „კოდეინ"-ს (ფუძე) წონით 0.0028 გრამს და 2,094 „პრეგაბალინ"-ს.

სამართალდამცველებმა ე.ი. 2019 წლის 30 ივლისს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.

ე.ი.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 და მე-4 ნაწილებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება (ორი ეპიზოდი), დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge