png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკს Global Finance- ის Best Sub-Custodian Bank Award 2019 –ის ჯილდო გადაეცა

  • ეკონომიკა
  • 07.10.2019
  • 12:45
საქართველოს ბანკს Global Finance- ის Best Sub-Custodian Bank Award 2019 –ის ჯილდო გადაეცა

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა. ბანკს ჯილდო 2019 წლის სექტემბერში, ლონდონში გამართულ დაჯილდოვებაზე გადაეცა.

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა.Global Finance-ის სარედაქციო კოლეგია საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებს გაეცნო, შეისწავლა ბანკებისა და თავად მომხმარებლის მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით საერთაშორისო გამოცემამ ის ფინანსური ინსტიტუტები გამოავლიანა, რომლებიც ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო მომსახურებას უზრუნველყოფენ.

"ეს ჯილდოები გადაეცემათ იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე გამოცდილება აქვთ და ტექნოლოგიური შესაძლებლობები გააჩნიათ, რათა გლობალურ ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების მომსახურება უზრუნველყონ. ამ ჯილდოს გამარჯვებულები მომსახურების უსაფრთხოებას, გამჭვირვალობას, ეფექტურობასა და ხარისხს უზრუნველყოფენ", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებასა და შენახვას სთავაზობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge