png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მადრიდში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 25.09.2019
  • 10:09
მადრიდში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მადრიდში ესპანეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიების, მედიის წარმომადგენლებისა და ბლოგერებისათვის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას 120-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები გააცნო.

"მოხარულები ვართ, რომ მადრიდში პირველად გაიმართა ამ მასშტაბის ღონისძიება, სადაც საშუალება გვქონდა 90-მდე ტურ-ოპერატორისთვის და 30-მდე წამყვანი მედიასაშუალების წარმომადგენლისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალი და სხვადასხვა ტურისტული პროდუქტები გაგვეცნო, ასევე გვესაუბრა საქმიანი ტურიზმის მნიშვნელობაზე. ამ ღონისძიების შემდეგ ესპანურ ტურისტულ კომპანიებს ეცოდინებათ, თუ რა შეიძლება შესთავაზონ ესპანელ ტურისტებს საქართველოში, რომელიც არის ოთხ სეზონიანი ტურისტული მიმართულება, მრავალფეროვანი ბუნებით და მდიდარი კულტურით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძემ.

"მოხარული ვარ, რომ ასეთი წარმატებული ღონისძიება გაიმართა. ძალიან დიდი ინტერესი იყო ესპანური კომპანიების და მედიის მხრიდან. პრეზენტაციას ესპანეთის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს მიმართ ესპანეთში ინტერესი დღითიდღე იზრდება. უფრო მეტი ესპანელი ტურისტი ჩამოდის საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს გაცილებით მეტი ესპანელი ტურისტი ესტუმრება საქართველოს", - აცხადებს ილია გიორგაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge