png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული კერძო ინვესტორები, რომლებიც არ გვყავს - გიორგი გახარია

  • ეკონომიკა
  • 16.09.2019
  • 13:08
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული კერძო ინვესტორები, რომლებიც არ გვყავს - გიორგი გახარია

"ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, ბატონი ხაზარაძე, წერილი, ოქმი... მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მორიგ ბრალდებას.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არის კარგი როცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სატრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ გავიმეორებთ, ანაკლია არ ეკუთვნის არცერთ ფიზიკურ პირს. ანაკლია, როგორც პროექტი, ღრმაწყოლოვანი პორტი, ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას. შესაბამისად, ყველა ცოტა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ყოველთვის ვამბობდი, ის რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, რა შეიძლება ამაზე ვთქვა, ჩვენ ვამბობთ, სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ არ გვყავს.

ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა. სახელმწიფო უჭერდა და დაუჭერს მხარს". განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ხელმძღვანელმა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ, "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უარი უთხრა ბრიტანელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსებაზე და რომ ხელისუფლებას არ სურს ამ პროექტის განხორციელება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge