png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

Ryanair-თან ვგეგმავთ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მოხდეს საქართველოს სწორი პოზიციონირება იმ ქვეყნებში საიდანაც კომპანია რეისებს შეასრულებს - ქვრივიშვილი

  • ეკონომიკა
  • 21.08.2019
  • 19:11
Ryanair-თან ვგეგმავთ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მოხდეს საქართველოს სწორი პოზიციონირება იმ ქვეყნებში საიდანაც კომპანია რეისებს შეასრულებს - ქვრივიშვილი

"საქართველოშ ავიაკომპანია Ryanair-ი შემოსვლა უდიდეს წვლილს შეიტანს როგორც ტურიზმის ასევე, საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაში", აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. მისივე განმარტებით, Ryanair-ი ეს არის ძალიან ცნობადი ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ავიაკომპანიის სტატუსით სარგებლობს.
"ჩვენ Ryanair-თან ვგეგმავთ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისევე როგორც ვთანამშრომლობთ სხვა მოწინავე ავიაკომპანიებთან, იმ მიზნით, რომ მოხდეს საქართველოს სწორი პოზიციონირება, პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა, უშუალოდ იმ ქვეყნებში საიდანაც Ryanair-ი რეიესებს შეასრულებს როგორც დედაქალაქის, ასევე ქუთაისის მიმართულებით.

როგორც იცით, წლის დასაწყისში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით ძალიან დიდი მასშტაბური კამპანია დაიწყო საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად. უფრო დიდი აქცენტი კეთდება ევროკავშირის ქვეყნებზე, მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნები.

რა თქმა უნდა ინტენსიურად, უფრო მეტად გავაძლიერებთ მუშაობას ახალ მიმართულებებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გერმანია.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და ინიცირებით, აღნიშნულ სამ მიმართულებას დაემატება კიოლნი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ გერმანია განსაკუთრებით მიმზიდველი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია",-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით რეისებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება. 2020 წლიდან კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია კიოლნის მიმართულებას დაამატებს, რომელიც პირველ ეტაპზე კვირაში 3 ჯერ შესრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge