png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნიკა გვარამია გამოკითხვის ოქმის გასაცნობად სასამართლოში დაიბარეს

  • სამართალი
  • 07.08.2019
  • 17:05
ნიკა გვარამია გამოკითხვის ოქმის გასაცნობად სასამართლოში დაიბარეს

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ისევ სასამართლოშია. ამჯერად ნიკა გვარამია, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად დაიბარეს.

ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ 3 მძიმე მუხლით დაწყებული გამოძიების მთავარი სამიზნე, მისი განეიტრალებაა და ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების მოტივით მის დაკავებასაც არ გამორიცხავს.

გამოძიება პროკურატურამ, 3 მუხლით დაიწყო, საგამოძიებო უწყება "რუსთავი2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, კომპანიის საზიანო ქმედებას ედავება, მათ შორის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისება- გაფლანგვას.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს უკანონო პროცესი. მისი თქმით მან იცის რომ უდანაშაულოა და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, ის სამართლებრივ ასპექტებს არ ეყრდნობა.

„როდესაც თხზავენ დანაშაულს, იქ ხომ ზღვარი არ არსებობს. როგორ უნდა ვიმკითხაო უკანონობა სადამდე მივა. ამისი წინასწარმეტყველება შეუძლებელია. მე ვიცი, რომ არაფერი არ ჩამიდენია. შეუძლებელია ჩემთვის რამის ინკრიმინირება. და კანონს რომ მიჰყვებოდეს პროკურატურა და სასამართლო, მე შემიძლია წინასწარმეტყველება, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს ესე არ არის. უკანონობის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ეს შეიძლება დამთავრდეს დაკავებით, ეს შეიძლება დამთავრდეს სხვა რამე გზით. მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაც მე ვთქვი ის მაინც გაკეთდება. არ მადარდებს საერთოდ,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამია აცხადებს, რომ გამოძიება მის მიერ დაანონსებულ ტელევიზიის შექმნას უკავშირდება.

„აბა რა არის მიზანი? შეთხზული ბრალი. წარმოუდგენელი რამე ხდება. თან ვინ მედავება, ქურდის ქურდი. წარმოუდგენელი რამე ხდება. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ჩვეულებრივ ვითარებაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე სადამდე წავა უკანონობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩემთვის ნებისმიერი განვითარება არის აბსოლუტურად გასაგები. მზად ვარ ნებისმიერი განვითარებისთვის და ის ადამიანები რომლებიც მუშაობენ ჩემთან ერთად და გუნდი უკვე არსებობს და ყველას თავისი დავალება აქვს, მაინც მიიყვანენ საქმეს ბოლომდე. მთავარი უკვე გაკეთებულია. ძირითადი გუნდი არსებობს და მათ იციან რა უნდა ქნან. ახლა მე სად ვიქნები ამ დროს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge