png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს

  • სამართალი
  • 02.08.2019
  • 10:44
ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს

შსს-ის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტში დაკავებულია 3 პირი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ლ.ჯ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც 720 გრამ ჰეროინს შეიცავს.

ბრალდებულს აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდა.

ასევე, სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს. პოლიციამ, მ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო.

გარდა ამისა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.მ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების 101 აბი, დიდი ოდენობით ბუპრენორფინის და კოკაინის შემცველი ნარკოტიკები, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ ი.მ. პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთ სამართალდამცველს კი თავს დაესხა.

აღნინშულ ფაქტებზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე და 353-პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge