png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენაზე გეგმური პროცესი დაიწყო

  • ეკონომიკა
  • 01.08.2019
  • 13:41
სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენაზე გეგმური პროცესი დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 1 აგვისტოს საჯარო სხდომაზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება წარმოადგენს სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებულ გეგმურ პროცესს, რომელსაც სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ყოველწლიურად ახორციელებს.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ სატარიფო განაცხადის გეგმური გადახედვის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის მიზნით;

შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, სს „ენერგოკავშირის“, შპს „ვარკეთილაირის“, სს „საჩხერეგაზის“, შპს „ტაბას“, შპს „არზუ გაზის“, შპს „თელავგაზის“ სატარიფო განაცხადების გეგმური გადახედვის ფარგლებში ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით;

ამასთანავე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანიების - შპს „გარდაბნის თბოსადგურის“, შპს „ჯიფაუერის“ სატარიფო განაცხადების გეგმური გადახედვის ფარგლებში გარანტირებული სიმძლავრის საფასურის და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის მიზნით.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების წესის შესაბამისად, კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1 ოქტომბერი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2019 წლის 31 დეკემბერი.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომისიის ვებ გვერდზე  www.gnerc.org.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge