png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველო და ირანი სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების განვითარებაზე შეთანხმდნენ

  • ეკონომიკა
  • 01.08.2019
  • 12:15
საქართველო და ირანი სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების განვითარებაზე შეთანხმდნენ

საქართველო და ირანი სპარსეთის ყურე - ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებაზე შეთანხდნენ. აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური იყო ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შერეული კომისიის სხდომის დღის წესრიგში, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის ადოლჰაშემ ჰასან ნიას ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ ოქმი გაფორმდა, რომელშიც სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში ორივე მხარის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა მოაწერა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის და შეიმუშავებენ ღონისძიებათა გეგმას ამ მიმართულებით. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, არის კვოტები საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ორ ქვეყანას შორის 2019 – 2020 წლებისთვის. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს განსაზღვრული აქვს ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ირანს შორის ფუნქციონირებდეს სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების გამართული სისტემა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge