png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მამუკა ბახტაძე თბილისში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო 8

  • ეკონომიკა
  • 15.07.2019
  • 15:16
მამუკა ბახტაძე თბილისში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო   8

თბილისში განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება, - დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

განათლების ქალაქი თანამედროვე სტანდარტების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლასთან ერთად, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს, ტექნოპარკს, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განივითარებენ, ბიბლიოთეკას, სამეცნიერო ლაბორატორიებს, კომაროვის ახალ სკოლას, ხელოვნების სკოლას, საკონფერენციო დარბაზებს, შიდა სარეკრეაციო სივრცეს, სპორტული დარბაზსა და გარე მოედნებს მოიცავს.

მთავრობის მეთაურმა მოისმინა განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში განხორციელდება.

“ჩვენ მაისში დავაანონსეთ დიდი დიღმის ტერიტორიაზე განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა. ეს არის 13 ჰექტარი ტერიტორია, სადაც აშენდება საშუალო სკოლა 1 500 ბავშვზე. აქვე იქნება კომაროვის სკოლა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები. ასევე გვექნება ახალი პროფესიული სასწავლებელი და ხელოვნების სკოლა. ჩვენ მსგავს პროექტს ვახორციელებთ ბათუმშიც და ავაშენებთ საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველგან იყოს ხელმისაწვდომობა თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ბავშვების მომავალზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

განათლების ქალაქის პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. მშენებლობის პროცესში ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიურ სამშენებლო მასალას გამოიყენებენ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო დაწესებულებები ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge