png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გვერდში ამოვუდგეთ გამოწვევების წინაშე მდგომ ტურისტულ სექტორს - ნათია თურნავა

  • ეკონომიკა
  • 25.06.2019
  • 14:34
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გვერდში ამოვუდგეთ გამოწვევების წინაშე მდგომ ტურისტულ სექტორს - ნათია თურნავა

საქართველოს ხელისუფლება და ეკონომიკის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ გვერდში ამოუდგეს გამოწვევების წინაშე მდგომ ტურისტულ სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აჭარაში, ტურისტულ სექტორთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სეზონი დაწყებულია და სექტორი ნამდვილად არის გამოწვევის წინაშე .
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს შესაძლო ზარალი შევარბილოთ და ზუსტად ვუპასუხოთ ბიზნესის მოთხოვნას, რომელიც ასევე ითხოვს, რომ ტურისტული ბაზრების გაფართოებასთან ერთად, რასაც ვაკეთებდით, ასევე შევინარჩუნოთ რუსეთის ტურისტული ბაზარიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა აჭარაში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრის წინ.
ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იყო და რჩება უსაფრთხო ქვეყანად ტურისტებისთვის.
„ჩვენ ვართ ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანა სხვადასხვა რეიტინგებით, ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე და გახსნილი. ველოდებით ყველა ქვეყნის ტურისტს და მათ შორის რუს ტურისტებსაც, ეს გამოჩნდა ბიზნესთან შეხვედრაზეც. ამიტომ, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ერთად გადავლახოთ შექმნილი პრობლემა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრებს ეკონომიკის მინისტრთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge