png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ქართული და ფრანგული პოლიცია, ერთად გამოიძიებს საქმეებს, რომელშიც ეჭვმიტანილები შეიძლება იყვნენ ქართული წარმომავლობის დამნაშავეები - გახარია

  • სამართალი
  • 10.05.2019
  • 12:45
ქართული და ფრანგული პოლიცია, ერთად გამოიძიებს საქმეებს, რომელშიც ეჭვმიტანილები შეიძლება იყვნენ ქართული წარმომავლობის დამნაშავეები - გახარია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს. მინისტრებმა ქართული და უცხოური მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც ეხებოდა ორ ქვეყანას შორის დღეს მიღწეული შეთანხმების კონკრეტულ მნიშვნელობას.

"ამ შეთანხმებას ძალზედ პრაქტიკული ასახვა ექნება იმ პრობლემებზე, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. მაგალითად, ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან 2 ოფიცრის წარგზავნას პარიზში, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ იქნებიან ჩართულნი საგამოძიებო ჯგუფებში, საგამოძიებო პროცესში, იმისთვის, რომ ის დანაშაული, რომელშიც არსებობს ეჭვი, რომ ჩართულები იყვნენ ქართული წარმომავლობის დამნაშავეები, მათ თავიანთ ფრანგ კოლეგებთან ერთად გამოიძიონ უფრო ეფექტურად. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დღეს გვყავს საფრანგეთში პოლიციის ატაშე, თუმცა მისი ჩართულობის ხარისხი უბრალოდ არ არის საკმარისი და ამიტომ გადაწყდა გაფორმებულიყო ეს შეთანხმება, რომელიც მოგვცემს ამის საშუალებას - ორი ქართველი გამომძიებლის იქ ყოფნის.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უწყებებს შორის, უკვე სრულფასოვნად მოხდება ინფორმაციის გაცვლა. ეს ნიშნავს იმას, რომ ორი უწყება - ქართული პოლიცია და ფრანგული პოლიცია, ერთობლივად გამოიძიებენ და ერთობლივად ჩაატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს იმ დანაშაულთან მიმართებაში, რომელშიც ეჭვმიტანილები შეიძლება იყვნენ ქართული წარმომავლობის დამნაშავეები.

რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებლების კონტექსტს. მოგეხსენებათ, რომ უვიზო მიმოსვლა მართლაც არის ბოლო ათწლეულების საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა და შესაბამისად, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ფრანგ კოლეგებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის რას ნიშნავს ეს მიღწევა. არც ერთ შემთხვევაში, ეს მიღწევა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მოითხოვს ჩვენი მხრიდან გარკვეული, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. სწორედ ასეთი ნაბიჯები გადავდგით დამოუკიდებლად. მაგალითად, ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით რეისზე, რომელსაც ახორციელებს "ვიზეარი", მაგრამ ეს ახლა ოფიციალურად გაფორმდა. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები საფრანგეთიდან იქნებიან წარმოდგენილნი საქართველოში, ასევე, ქართული საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი საფრანგეთში, პარიზში, ლიონში და სხვა ქალაქებში, სადაც კი იქნება პირდაპირი ფრენები, იმისთვის რომ, ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ, თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში.

მე ვფიქრობ, რომ ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ძირითადი ნაწილი აქ არის პრევენციაზე მუშაობა და რაც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, ტერორისტული გამოწვევები, რომელსაც ასევე, პრევენციულად ერთად უნდა ვებრძოლოთ, იმიტომ რომ ორგანიზებული დანაშაული, ტრანსსასაზღვრო დანაშაული, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და მთლიანად ევროკავშირის ყველაზე დიდი გამოწვევა, თანამშრომლობის გარეშე ბრძოლა გაუჭირდება ცალკე აღებულ ქვეყნებს. ისეთ ძლიერ ქვეყანასაც, როგორიც არის საფრანგეთი. ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ხელშეკრულება კიდევ ერთი პრაქტიკული წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ეფექტურები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, უფრო მეტად დავაზღვიოთ ერთმანეთი ჩვენც, თავშესაფრის მაძიებლების კონტექსტში და ნაკლები პრობლემები შევუქმნათ ქართულ-ფრანგულ საემიგრაციო სამსახურებს, და რა თქმა უნდა, ტრანსსასაზღვრო დანაშაული, რომელიც ძალზედ დიდ რისკებს ქმნის ტერორისტული მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge