png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე 10 მაისს 15:00 საათზე მივა

  • სამართალი
  • 09.05.2019
  • 14:38
 მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე 10 მაისს 15:00 საათზე მივა

"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე 10 მაისს 15:00 საათზე მივა.

ცენტრის განცახდებით,  საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი გონივრული დროით ადრე უნდა ფლობდეს. დაახლოებით 3 საათით ადრე ინფორმაციის მიწოდება მოწმისთვის კი არ წარმოადგენს გონივრულ დროს.

„როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. ამ გამოძიების ფარგლებში, 8 მაისს სუს-მა ადვოკატებთან კომუნიკაციით მოითხოვა მალხაზ მაჩალიკაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვა, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატების მიერ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს განემარტათ, რომ ადვოკატების სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, მაჩალიკაშვილის საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდებოდა 10 მაისს 15:00 საათზე.

ამ განმარტების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს დაახლოებით 12:20 რუსთაველის გამზირზე მყოფ მალხაზ მაჩალიკაშვილს მოსთხოვეს დღესვე, 15:00 საათზე საგამოძიებო უწყებაში გამოცხადება, რასაც ბუნებრივია მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატები არ დაეთანხმნენ და საგამოძიებო უწყებას კიდევ გაახსენეს შეთანხმება სწორედ 10 მაისს დაკითხვის თაობაზე და ასევე განუმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი გონივრული დროით ადრე უნდა ფლობდეს.

დაახლოებით 3 საათით ადრე ინფორმაციის მიწოდება მოწმისთვის არ წარმოადგენს გონივრულ დროს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთხელ განემარტა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე გამოცხადდება 2019 წლის 10 მაისს, 15:00 საათზე“, - აღნიშნულია მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატების განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, მალახაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს ტერორისტული აქტის მომზადებას ავალებს. მაჩალიკაშვილი ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:05
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს - პაველ ჰერჩინსკი
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
  • 16:04
საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, ეს სამწუხაროა - პაველ ჰერჩინსკი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge