png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ღვინის 70-მდე პროფესიონალი ესტუმრება

  • ეკონომიკა
  • 08.05.2019
  • 10:32
საქართველოს ღვინის 70-მდე პროფესიონალი ესტუმრება

მიმდინარე კვირაში საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 70-მდე ღვინის პროფესიონალი ეწვევა, რომლებიც 10 მაისს დაგეგმილ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს „,ზერო კომპრომაისი'' და 11 მაისს დაგეგმილ „ახალი ღვინის ფესტივალს" დაესწრებიან.
ღვინის მაგისტრები, სომელეები, ღვინის იმპორტიორები, ღვინის მწერლები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს იტალიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვედეთიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ავსტრიიდან, ხორვატიიდან, სლოვენიიდან და იაპონიიდან ეწვევიან.
სტუმრების ნაწილი უკვე ჩამოსულია საქართველოში და ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეცნობა. სტუმრებს შორის არის ცნობილი ფრანგი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი, ასევე ფრანგი მეღვინეები ტიერი პუზლა, იტალიელი მეღვინე იოშკო გრავნერი, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.
,,ზერო კომპრომაისი'' (Zero Compromise) ტარდება ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს" ორგანიზებით, ხოლო „ახალი ღვინის ფესტივალის" ორგანიზატორია „საქართველოს ღვინის კლუბი". ორივე ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.
"ახალი ღვინის ფესტივალი" მე-10-ე, საიუბილეოა და მთაწმინდის პარკში გაიმართება. ხოლო „ზერო კომპრომაისი'' მეოთხედ ტარდება და წელს იგი ყოფილის აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე (კოსტავას N59) გაიმართება. „ახალი ღვინის ფესტივალი" წელსაც დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით.
ორივე ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge